ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
Schwarzkopf Professional-ის შოუ
23/10/2008

 

ანონსი მედიისთვის

23 ოქტომბერი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
 


Schwarzkopf Professional-ის  შოუ

26 ოქტომბერს, 19:00 საათზე შერატონ-მეტეხი პალასში (მის: თელავის ქ. № 20) Schwarzkopf Professional შოუს გამართავს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება Essential Looks-ის 2008-2009 წლის შემოდგომა-ზამთრის უახლესი კოლექცია, სადაც მასტერ-კლასებს გამართვენ სპეციალურად ამ დღისთვის ავსტრიიდან ჩამოსული  სტილისტები - დიტერ კაიზერი და ქრისტიან პეტეკი. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება Schwarzkopf Professional-ის ვიდეო მასალა. შოუს მუსიკალურად გააფორმებს დუეტი "ჯორჯია", ღონისძიების წამყვანი კი თამუნა გომართელი იქნება.

შოუზე წარმოდგენილი იქნება თმის ვარცხნილობების ახალი ტენდენციები: "ქანთრი ლაივი", "ექსცენტრიული ვინტაჟი", "სკულპტურის ფორმა" და "რომანტიკული გოთიკა".

"მე აღფრთოვანებული ვარ  ახალი, ეკლექტური კოლექციით, ის დაკავშირებულია ლამაზ ფერებსა და ტონებთან. Essential Looks-ის მიზანია აჩვენოს სტილისტების კვალიფიკაცია მსოფლიოს მაშტაბით", - აცხადებს Schwarzkopf Professional-ის კრეატიული დირექტორი სტივ ჰუგანი.

Schwarzkopf Professional მოდის კვირეულებს მსოფლიოს სხვადსხვა ქალაქებში ყოველწლიურად მართავს. მათ შორის ლონდონში, მილანსა და ნიუიორკში, სადაც Schwarzkopf- ის პროფესიონალთა გუნდი სეზონის ახალ ტენდენციებს წარმოადგენს.

###

საკონტაქტო პირი:
თამუნა კალანდარიშვილი
"მომენტუმ ჯორჯიას" PR მენეჯერი                       
მობ:  899 26 37 97
ტელ: 38 83 27; 25 15 00
ელ-ფოსტა: pr@momentum.com.ge

 

წაკითხულია: 5855