UNDP და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ახალ პროექტს იწყებენ
მედია ანონსი
8 მაისი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
UNDP და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ახალ პროექტს იწყებენ
პარასკევს, 8 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში (ყაზბეგის გამზ. #42, მე-2 სართული) გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში - რობერტ უოთკინსი და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი - დიმიტრი შაშკინი ხელს მოაწერენ შეთანხმებას ახალი პროექტის შესახებ.
ორწლიანი პროექტი, რომლის ღირებულებაც 950 ათას აშშ დოლარს შეადგენს, სამინისტროს ფარგლებში არსებული იურიდიული დახმარების სამსახურის განვითარებას ეხება. პირველი წლის ძირითად მიმართულებებს შორის არის საზოგადოებრივ ადვოკატთა ტრენინგი, ასევე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იურიდიული დახმარების ბიუროსა და საკონსულტაციო ცენტრის ჩამოყალიბება. გარდა ამისა, პროექტის პრიორიტეტს საქართველოს რეგიონებში იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
# # #
საკონტაქტო ინფორმაცია:
სოფო ჭიჭინაძე
UNDP-ის საზოგადოებასთან
ურთიერთობების ანალიტიკოსი
ტელ: (+995 32) 25 11 26
მობ: (+995 99) 19 69 07
ელ-ფოსტა: sophie.tchitchinadze@undp.org
გიორგი სელიმაშვილი
იურიდიული დახმარების სამსახურის
PR-მენეჯერი
ტელ: (+995 32) 93 20 90
მობ: (+995 99) 42 77 37
ელ-ფოსტა: gselimashvili@legalaid.ge