ვინ?: ღონისძიების ორგანიზატორია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონულ წარმომადგენლობასთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასთან (ISET) თანამშრომლობით.
მომხსენებლები:
• ნილს სკოტი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში
• ბენ სლეი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონული მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში
• ნინო ჯავახაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
• ერიკ ლივნი - ISET-ის დირექტორი და ISET-ის პოლიტიის ინსტიტუტის ხელმძრვანელი
• ოლივიე ბურკი - სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარების ოფისის ხელმძღვანელი
• კაიდო სირელი - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოპერაციების ხელმძღვანელი
• ნინო ზამბახიძე - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე
• ირინა ხანთაძე - კოალიციის „განათლება ყველასათვის“ თახმჯდომარე
• შომბი შამბი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში
რატომ?: ჰუმანური განვითარების ანგარიშები 2016
ჰუმანური განვითარების გლობალური ანგარიში 2016 ჰუმანური განვითარება ყველასათვის გამოქვეყნდა 2017 წლის მარტში.
ანგარიში აღწერს ინ სისტემურ ბარიერებს, რომელთა არსებობის შედეგად მსოფლიოს მრავალი ადამიანი განვითარების მიღმა რჩება. ანგარიში მოუწოდებს მსოფლიოს ქვეყნებს, მეტი ყურადღება დაუთმონ საყოველთაო განვითარებას და გაატარონ ის რეფორმები და ქმედებები, რომელიც აუცილებელია მდგრადი განვითარების მისაღწევად.
ჰუმანური განვითარების რეგიონული ანგარიში 2016 პროგრესი საფრთხის ქვეშ, გამოქვეყნდა 2016 წლის ოქტომბერში.
ანგარიში აღწერს იმ მზარდ საფრთხეებს, რომელიც ემუქრება აღმოსავლეთ ევროპის, თურქეთისა და შუა აზიის რეგიონის ქვეყნების ჰუმანური განვითარების მიღწევებს. ანგარიშში დასაბუთებულია, თუ რატომ იზრდება უთანასწორობასთან დაკავშირებული შეშფოთება და აღწერილია ის ის რეფორმები და საპროგრამო ნაბიჯები, რომელთა განხორციელება აუცილებელია ამ გამოწვევასთან გამკლავებისათვის.
ჰუმანური განვითარების 2016 წლის გლობალური ანგარიშის სტატისტიკურ დანართში წარმოდგენილია ჰუმანური განვითარების უახლესი ინდექსი (HDI), რომელიც ეყრდნობა 2015 წლის მონაცემებს 188 ქვეყნისა და გაეროს მიერ აღიარებული ტერიტორიისათვის.
საქართველოს ჰუმანური განვითარების ზოგადი მაჩვენებელია 0.769, რაც შეესაბამება მაღალი ჰუმანური განვითარების მქონე ქვეყნების ჯგუფს და ოდნავ გაუმჯობესებულია 2015 წლის მონაცემთან შედარებით (0.754). 2000-2015 წლებში საქართველოს მაჩვენებელი გაიზარდა 0.673-დან 0.769-მდე. მთლიანმა ზრდამ 14.3% შეადგინა.
საქართველო 70-ე ადგილზეა 188 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის. მისი ჰუმანური განვითარების 2015 წლის ინდექსი (0.769) უსწრებს მაღალი ჰუმანური განვითარების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (0.746) და ევროპისა და შუა აზიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (0.756). ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებში საქართველოსთან ახლოს არიან სომხეთი და ბოსნია ჰერცოგოვინა, რომელთა პოზიცია HDI რეიტინგში შესაბამისად 84 და 81-ია.
1990 – 2015 წელს, დაბადებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა საქართველოში გაიზარდა 4.7 წლით, სწავლის ხანგრძლიობა - 0.5 წლით, ხოლო სწავლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.5 წლით. მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე (GNI per capita) გაიზარდა 17.1 პროცენტით.
საქართველოს ჰუმანური განვითარების იდექსის (0.769) გადათვლისას უთანასწორობის ფაქტორის გათვალისწინებით, ქვეყნის ზოგადი მაჩვენებელი იკლებს 12.2 პროცენტით და შეადგენს 0.672-ს. ეს დანაკარგი განპირობებულია HDI-ის სხვადასხვა განზომილების მაჩვენებლების არათანაბარი განაწილებით. სომხეთისა და ბოსნიისა და ჰერცოგოვინას მაჩვენებლები იკლებს შესაბამისად 9.3 და 12.2 პროცენტით. მაღალი ჰუმანური განვითარების მქონე ქვეყნებში უთანასწორობით გამოწვეული მაჩვენებლის საშუალო კლება 20.0 პროცენტს შეადგენს, ხოლო ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებში - 12.7 პროცენტს. საქართველოს უთანასწორობის კოწფიციენტი შეადგენს 12.2 პროცენტს.
მეტი ინფორმაცია საქართველოს ჰუმანური განვითარების ინდექსის შესახებ ხელმისაწვდომია ანგარიშის ვებ-გვედზე: http://hdr.undp.org/en/countries/profiles/GEO