ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
UNDP ხელს უწყობს აჭარაში ბიზნესის განვითარებას
15/02/2012

მედია ანონსი

15 თებერვალი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
სოფო ჭიჭინაძე,
UNDP საქართველო,
599 196907 (მობილური),
sophie.tchitchinadze@undp.org

UNDP ხელს უწყობს აჭარაში ბიზნესის განვითარებას

[PUBLICITY.GE] თბილისი,  15 თებერვალი, 2012 - ბათუმი. 15 თებერვალი 2012 - დღეს, 15 თებერვალს, ბათუმს ეწვევიან გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები, რომლებიც აჭარაში ბიზნესის ხელშეწყობის ინიციატივის პირველ შედეგებს გაეცნობიან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე სოფო ქემხაძე და ეკონომიკური განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი სერტიფიკატებს გადასცემენ 6 წარმატებულ კომპანიას, რომელმაც ბათუმის ბიზნეს ინკუბატორში ხელშეწყობის სრული კურსი გაიარა. საინფორმაციო ტექნოლოგიების, მომსახურების, მშენებლობისა და ტრანსპორტის სფეროებში მომუშავე ბიზნესები მზად არიან დამოუკიდებლად გააგრძელონ საქმიანობა.

მედიას ვიწვევთ ღონისძიებაზე დასასწრებად: 15 თებერვალი, 17:00 საათი, ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი (ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. #73)

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, 599 196907 (მობილური),
sophie.tchitchinadze@undp.org /ლაშა კომახიძე, UNDP საქართველო, 595 158484 (მობილური), lasha.komakhidze@undp.org.ge

###

2009 წლიდან დღემდე ბათუმის ბიზნეს ინკუბატორის საკონსულტაციო მომსახურებით 40-მდე მცირე და დამწყებმა კომპანიამ ისარგებლა. 75 კომპანიის წარმომადგენელები დაესწრნენ სემინარებსა და საინფორმაციო სესიებს. ჩვიდმეტმა კომპანიამ მიიღო ბიზნეს-ინკუბაციის სრული პაკეტი საოფისე ფართისა და ბიზნეს ტრენინგის ჩათვლით.

ბათუმის ბიზნეს ინკუბატორში გამართულ ღონისძიებაზე ასევე შედგება აჭარის ექსპორტ-იმპორტის გზამკვლევის წარდგენა, რომელშიც თავმოყრილია ინფორმაცია საგარეო ვაჭრობის სამართლებრივი, კომერციული და საოპერაციო ასპქეტების შესახებ. გზამკვლევი გამოსცა ვაჭრობის ხელშეწყობის ცენტრმა, რომელიც UNDP-ის მეშვეობით გაიხსნა და მხარს უჭერს ადგილობრივი ბიზნესის გასვლას საერთაშორისო ბაზარზე.

პროფესიული კოლეჯი „ბლექსი" წარადგენს აჭარის შრომის ბაზრის კვლევის შედეგებს, რომელიც UNDP-ის ხელშეწყობით ჩატარდა. კვლევა მიმოიხილავს ტურიზმისა და მომსახურების სექტორის განვითარების ტენდენციებს და შეიცავს რეკომნედაციებს, როგორც მომსახურების მიმწოდებლებისთვის, ასევე მთავრობისათვის.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით პროფესიული კოლეჯი „ბლექსი" დანერგავს სასწავლო პროგრამებს მოთხოვნად პროფესიებში, როგორიცაა მიმტანი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი. შესაბამისი სასწავლო მოდულების, თანამედროვე სახელმძღვანელოებისა და მასწავლებელთა გადამზადების პროგრამების შემუშავება UNDP-ის ხელშეწყობით განხორციელდა.

აჭარის ბიზნესის მხარდაჭერა UNDP-ის უფრო ფართო პროგრამის ნაწილია, რომელიც აჭარაში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს და ფინეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

2012 წელს UNDP დახმარებას გაუწევს ადგილობრივი ფერმერებისათვის ეფექტური საკონსულტაციო მომსახურების (ექსტენციის) დაარსებას და აჭარის ტურისტული პროდუქტების ინტერნეტის მეშვეობით გაყიდვას. ამ მიმართულებით UNDP მჭიდროდ თანამშრომლობს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებულ აგროსერვისთან და აჭარის ტურიზმის სააგენტოსთან.

 

წაკითხულია: 2816