მედია ანონსი
23 თებერვალი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
USAID-ის ახალი 5 წლიანი პროგრამის ოფიციალური გახსნა
2009 წლის 26 თებერვალი, 19:00 საათი - სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში (თავისუფლების მოედანი #4) ჯონ ოგონოვსკის სახელობის პროგრამის "ფერმერი - ფერმერს" (FtF) გახნის აღსანიშნავად გაიმართება ოფიციალური მიღება.
5-წლიანი, 2.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამის ფარგლებში მოკლევადიანი საკონსკულტაციო მისიით (2-3 კვირა) ჩამოვლენ ამერიკელი აგრობიზნესის სპეციალისტები რძის, ხილის, ბოსტნეულისა და ნიშური პროდუქტების წარმოებების მხარდასაჭერად. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ექსპერტები ტექნიკურ დახმარებას გაუწევენ სრული საწარმოო ჯაჭვის თითოეულ რგოლს: ფერმერს, გადამამუშავებელ საწარმოს, ასოციაციას და სოფლის მეურნეობის მომსახურების მომწოდებლებს.
20 წელზე მეტია, რაც "ფერმერი - ფემერს" პროგრამის ფარგლებში ამერიკელები ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ მსოფლიოს. ამ პერიოდში, 12 000-ზე მეტი მოხალისე ეწვია 80 ქვეყანას, ტრენინგი ჩაუტარა 80 000-ზე მეტ ადამიანს და შედეგად, სარგებელი მოუტანა 1 მილიონ ფერმერს.
FtF პროგრამის ფარგლებში, საქართველოში სულ მცირე 125 ამერიკელი ექპერტი ჩამოვა. პროგრამა უზრუნველყოფს სოფლად შემოსავლების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობას და სასოფლო-სამეურნეო სექტორის ინსტიტუციების გაძლიერებას.
###
საკონტაქტო პირი:
მარიკა კასრაძე
ჯონ ოგონოვსკის სახელობის
პროგრამა “ფერმერი-ფერმერს”
დირექტორი საქართველოში
ტელ: 98 22 13/14/18
ელ-ფოსტა: mkasradze@cnfageorgia.org