ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
flydubai საქართველოშია
02/11/2011


მედია ანონსი

 

2 ნოემბერი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge

ელდარ პირმისაშვილი
558445566
eldarpr@gmail.com

flydubai  საქართველოშია

[PUBLICITY.GE] თბილისი, 2 ნოემბერი ,2011 - ავიაკომპანია flydubai" საქართველოში საქმიანობის დაწყებასთან დაკავშირებით 4 ნოემბერს პრესკონფერენციას გამართავს.  პრესკონფერენციას flydubai-ის ხელმძღვანელობა, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ეროვნული ფედერალური საბჭოს და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრებიან.

flydubai, ბილეთის დაბალი ფასითა და ყველაზე თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ბოინგ 737-800-ის საშუალებით 5 ნოემრბიდან დაიწყებს რეგულარული ფრენების განხორციელებას თბილისი დუბაის მიმართულებით, რომელიც ყოველი კვირის სამშაბათსა და შაბათს განხორციელედება, ხოლო ორმხრივი ბილეთის ფასი 270 აშშ დოლარი ეღირება.

flydubai-ის საქართველოში შემოსვლა, ხელს შეუწყობს არამარტო ვაჭრობის განვითარებას, არამედ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ტურისტული კავშირების გაღრმავებას და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.

მედიას ვიწვევთ პრესკონფერენციაზე

პარასკევს, 4 ნოემბერს, 11:00 საათზე, თბილისი მარიოტის თამარ მეფის საკონფერენციო დარბაზში (რუსთაველის გამზ. # 13)

პრესკონფერენციას დაესწრებიან და მედიის წარმომადგენლებს მიმართავენ:

  • გაით ალ გაითი, flydubai - ის აღმასრულებელი დირექტორი
  • ჯეიჰუნ ეფენდი, flydubai - ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი
  • ჰითერ ასთბური, flydubai - ის პიარ მენეჯერი
  • ჯამალ ალ ჰაი, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ეროვნული ფედერალური საბჭოს წევრი
  • ვერა ქობალია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
  • გიორგი კარბელაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
  • მაია სიდამონიძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი
  • ალექსანდრე გაჩეჩილაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაზიდვა-გადაყვანის დეპარტამენტის უფროსი

ყველა ჟურნალისტს, USB ფლეშ მეხსიერების ჩიპზე ჩაწერილი ავიაკომპანია flydubai - ის ელექტრონული პრეს პაკეტი დაურიგდებათ.

###

რეგისტრაციისთვის მიმართეთ:
მაია ჩიტაშვილი, flydubai - ის საზოგადოებასთან ურთიერთობების კოორდინატორი საქართველოში, 593 260609; maiko@publicity.ge

 

წაკითხულია: 2784