ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ავსტრიული კომპანია „გებრუდერ ვაისი“ პრემიუმ კლასის ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას იწყებს
03/12/2012

მედია ანონსი

3 დეკემბერი, 2012 
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
 

საკონტაქტო ინფორმაცია:
დიანა ველენგუსრკაია
(+995 32) 224 44 44, 226 44 44 
Fax: (+995 32) 224 44 44, 226 44 44 (ext. 1119)
d.velengurskaia@tegetamotors.ge
http://www.tegetamotors.ge/

ავსტრიული კომპანია „გებრუდერ ვაისი" პრემიუმ კლასის ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას იწყებს

(მშენებლობის დაწყებისთვის მიძღვნილი ცერემონიალი)

ხვალ, 14 საათზე აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 წლის ისტორიის მქონე ავსტრიული კომპანია „გებრუდერ ვაისი" პრემიუმ კლასის ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას ჩაუყრის საძირკველს.  საზეიმო ღონისძიებას დაესწრებიან ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და  მინისტრის მოადგილეები: თეა გადრანი, ირაკლი მატკავა, დიმიტრი ქუმსიშვილი. ასევე, გებრუდერ ვაისის წარმომადგენლები ავსტრიიდან, კომპანია „თეგეტა მოტორსის" მენეჯმენტი და სამშენებლო კომპანია სინერჯის წარმომადგენლები თურქეთიდან. ოფიციალური ნაწილის შემდეგ გაიმართება ლოგისტიკური ცენტრისთვის საძირკვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონიალი.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა საქართველოში,  რომლის ანალოგი არ არსებობს სამხრეთ კავკასიაში, ქვე­ყა­ნას სტრა­ტე­გი­უ­ლი ცენ­ტ­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭებს. მშენებლობა 1 წელში დასრულდება და  ცენტრი სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ი­სა და შუა აზი­ის ქვეყ­ნებს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. 500 წლიანი გამოცდილების მქონე ავსტრიული კომპანია „Gebruder Weiss"-ი საქართველოში 10 მლნ-მდე ინვესტიციას განახორციელებს. „Gebruder Weiss"-ი ქართულ ბაზარზე ივნისის თვეში შემოვიდა და მის პარტნიორს  ამიერკავკასიაში კომპანია „თეგეტა მოტორსი" წარმოადგენს. რე­გი­ო­ნუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის ლო­გის­ტი­კური და სა­საწყო­ბე ცენტრი, რო­მე­ლიც სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ა­ში პირ­ვე­ლია, ლო­გის­ტი­კუ­რი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რე­ბის მას­შ­ტა­ბე­ბით  ცენ­ტ­რა­ლუ­რი აზი­ის და ყა­ზა­ხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გან­ვი­თა­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ეს იქ­ნე­ბა ჰა­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ქვეყ­ნებს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.

კომ­პა­ნია და "Gebruder Weiss Holding AG"-ის ქოლ­გის ქვეშ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ფი­ლი­ა­ლე­ბი მომ­ხ­მა­რე­ბელს მრა­ვალ­ფე­რო­ვან სერ­ვი­სებს სთა­ვა­ზო­ბენ - სახმელეთო, სა­ჰა­ე­რო და საზღ­ვაო გა­და­ზიდ­ვე­ბი, დის­ტ­რი­ბუ­ცია და სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ლო­გის­ტი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა, რი­თაც ისი­ნი უფ­რო სწრა­ფად და მოქ­ნი­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ მომ­ხ­მა­რებ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბებს. "გებ­რუ­დერ ვა­ი­სის" სა­კუთ­რე­ბა­შია 158 ფი­ლი­ა­ლი - ავ­ს­ტ­რი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, იტა­ლი­ა­ში, უნ­გ­რეთ­ში, ჩე­ხეთ­ში, სლო­ვა­კეთ­ში, ხორ­ვა­ტი­ა­ში, სერ­ბეთ­ში, რუ­მი­ნეთ­ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, კა­ნა­და­ში, იაპო­ნი­ა­ში, ჩი­ნეთ­ში და ა.შ. "გებ­რუ­დერ ვა­ი­სი" ოჯა­ხუ­რი კომ­პა­ნი­ის სტა­ტუსს უკ­ვე ხუ­თი სა­უ­კუ­ნეა ინარ­ჩუ­ნებს. კომ­პა­ნი­ის ბრუნ­ვა მი­ლი­არდ ევ­როს აჭარ­ბებს და ევ­რო­პის წამ­ყ­ვან სატ­რან­ს­პორ­ტო და ლო­გის­ტი­კურ კომ­პა­ნი­ებ­ში ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ებ­ზეა.

ღონისძიების ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, აეროპორტი, იუმაშევის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია.

წაკითხულია: 1685