ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დასავლეთ საქართველოს სკოლებში 15 მილიონი აშშ დოლარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
24/07/2018
ვინ?: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
რა?: ინფო ტური
სად?: ქუთაისისა და მარტვილის საჯარო სკოლებში
როდის?: 25 ივლისი, 12.30 საათი
რატომ?: 25 ივლისს, 12:30 საათზე ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი გენადი მარგველაშვილი, ქუთაისისა და სოფელი ინჩხურის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელები ქუთაისის 5-ე და 33-ე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი ინჩხურის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობიან. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში, ქუთაისში, სრული რეაბილიტაცია რვა საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. მთლიანად, იმერეთის რეგიონში 17 საჯარო სკოლას უტარდება სრული რეაბილიტაცია, ხოლო სამეგრელოში შვიდს.
მთლიანობაში, 2018 წელს დასავლეთ საქართველოში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 30 საჯარო სკოლას, რის შედეგადაც სასწავლო გარემო გაუმჯობესდება 15,200 მოსწავლისათვის. დასავლეთ საქართველოში საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 15 მილიონ აშშ დოლარს. საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების შედეგად, დასავლეთ საქართველოში დასაქმდება 1500-მდე მოქალაქე, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას მათთვის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამშენებლო და სარეაბილიტაციო გამოცდილების გაზიარებასა და დამკვიდრებას.
დღემდე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 44 საჯარო სკოლას მცხეთა-თიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, კახეთის რეგიონებში. მიმდინარეობს 17 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ჯამში საქართველოს რეგიონებში 91 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას და ლაბორატორიებით აღჭურვას ახორციელებს.
საჯარო სკოლების რეაბილიტაციას აფინანსებს აშშ-ის მთავრობა, 2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (MCC) და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონიანი აშშ დოლარის მეორე კომპაქტის/გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში. ჯამში საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის კომპაქტიდან 54 მილიონ აშშ დოლარზე მეტი თანხაა გამოყოფილი. კომპაქტის მიზანია საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარება, სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.
წაკითხულია: 2603