ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ამერიკის საელჩოში ახალგაზრდა მეწარმეების საუკეთესო სტარტაპების წარდგენა მოხდება
15/11/2016
ვინ?: სს მისო კრისტალი
რა?: მეწარმეობის გლობალური კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის პრეზენტაციას გამართავს,რომელიც პროექტ - „Yes Georgia“-ს ფარგლებში შეიქნმა
სად?: აშშ-ს საელჩოში
როდის?: 16 ნოემბერს, 16:00 საათზე
რატომ?: „Yes Georgia“ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ფონდ კრისტალის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარებასა და ადგილობრივი სამეწარმეო ინიციატივების დაფინანსებას ითვალისწინებს. სამწლიანი პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელდა 200-მდე ახალგაზრდის სწავლება და მათ მიერ ბიზნეს პროექტების შემუშავება. პროექტის პირველ ფაზაში კრისტალი ახალგაზრდა მეწარმეების 12 საუკეთესო ბიზნეს-პროექტს საწყისი კაპიტალით აფინანსებს. 16 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომელსაც აშშ-ს საელჩო უმასპინძლებს, ახალგაზრდა მეწარმეებს საშუალება ექნებათ თავიანთი ბიზნეს-ინიციატივები გააცნონ ჩრდილოეთ კაროლაინას ქალაქ შარლოტის ინვესტორების ჯგუფს და მიიღონ მათგან კონსულტაცია. ღონისძიების ტრანსლირება განხორციელდება საქართველოს 9 ქალაქში არსებულ ამერიკულ კუთხეებში, სადაც დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის პროგრამა.

ამასთან, მიმდინარე წლის 14-20 ნოემბერს მსოფლიოს 160 ქვეყანაში მეწარმეობის გლობალური კვირეული გაიმართება. მეწარმეობის კვირეულის მიზანია გააჩინოს ადამიანებში მეწარმეობის სურვილი და დააკავშიროს ისინი პოტენციურ პარტნიორებს და ინვესტორებს. საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ჩართულია გლობალური მეწარმეობის კვირეულში.

საკონტაქტო ნომერი: 593260609, მაიკო ჩიტაშვილი.
წაკითხულია: 3124