ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ანასთვის - 27 ოქტომბერს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
25/10/2017
ვინ?: ჟურნალისტ ანა კობაიძის გადასარჩენად, ქართველი დიზაინერებისა და მხატვრების ხელნაკეთი ნივთები იქნება წარმოდგენილი.
რა?: ანასთვის ფარგლებში გაიმართება გამოფენა-გაყიდვა, სადაც ქართველი დიზაინერებისა და მხატვრების ხელნაკეთი ნივთები იქნება წარმოდგენილი.
სად?: ალექსანდრე ყაზბესის #12ა ნომერში (“ლევილი”).
როდის?: 2017 წლის 27 ოქტომბერს, 17 საათიდან 22 საათამდე. დასწრება თავისუფალია.
რატომ?: საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება ტიხრული მინანქრის, აკრილის, თიხის, ლითონის, ხისა და ტყავით შექმნილი სამკაულები; ცნობილი ქართველი დიზაინერების ხელნაკეთი ჩანთები, მაისურები, ყაბალახები და ქუდები; ქართველი მხატვრების ნახატები და მინანქარში შესრულებული ექსკლუზიური სამკაულები.
აქციის ფარგლებში ასევე გაიყიდება იშვიათი საოჯახო ნივთები, წიგნები და სხვა ორიგინალური ნაკეთობები. საქველმოქმედო აქცია მიზნად ისახავს ჟურნალისტ ანა კობაიძის საზღვარგარეთ სამკურნალოდ საჭირო თანხების მოძიებას. ღონისძიებაზე წარმოდგენილი ნივთები სიმბოლურ ფასში გაიყიდება, რათა ყველას მეიცეს საშუალება დახმაროს ახალგაზრდა ჟურნალისტს

საკონტაქტო ნომერი:+995 579 220 880‬ #ერთადანასთვის #სიკეთეგადამდებია
წაკითხულია: 4908