16 დეკემბერი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ინგა ნიკაგოსიანი
თბილისი, 0114, გულუას ქ. N6
+995 32 2727224
+995 577 293979
17 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმროში „Sheraton Metechi Palace", მთავრობის ინიციატივის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში, გაიმართება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის ანგარიშის პრეზენტაცია.
ღონისძიების ფარგლებში მინისტრი ხათუნა გოგალაძე შეხვედრის მონაწილეებს გააცნობს სამინისტროს მიერ განხორციელებულ ცვლილებებს, აქტივობებსა და ღონისძიებებს, აგრეთვე, უპასუხებს მედიისა და სხვა დაინტერესებული მხარეების შეკითხვებს.