ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ანსამბლ „ბასიანი”-ის საიუბილეო წელია
17/03/2015
პრესრელიზი

17 მარტი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

ანსამბლ „ბასიანი"-ის საიუბილეო წელია

 

2015 წელი საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანი"-სთვის საიუბილეო წელია, ამ ხნის განმავლობაში ანსამბლი ეწევა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ: ანსამბლმა საერთაშორისო ასპარეზზეც ფართო აღიარება მოიპოვა, ჰქონდა რა წარმატებული გამოსვლები მსოფლიოში ცნობილ საკონცერტო დარბაზებსა და საერთაშორისო ფესტივალებზე.

აღსანიშნავია ტურნე აშშ-ში (2012), რომლის ფარგლებში `ბასიანს~ უკვე მეორედ მოუწია გამოსვლა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ნიუ-იორკის ~ლინკოლნ ცენტრის~ სცენაზე. პირველი გამოსვლა კი შედგა 2010 წელს, როდესაც `ლინკოლნ ცენტრის~ ერთ-ერთი დარბაზის, Alice Tully Hall - ის სცენაზე, "Mostly Mozart Festival~-ის ფარგლებში გაიმართა კონცერტი, სახელწოდებით `ბახი და მრავალხმიანობები~. აქ, პირველად, ქართული მუსიკის ისტორიის მანძილზე, ქართული ტრადიციული პოლიფონია გაჟღერდა გენიალური ი.ს. ბახისა და სხვა ევროპელ კლასიკოსთა შედევრების გვერდით. ანსამბლის ფართო წარმატებების შესახებ არაერთგზის აღინიშნა ისეთ ცნობილ პრესაში, როგორიცაა "The New York Times" , "The Wall Street Journal".

 

 

გამოცემული აქვს 6 აუდიო ალბომი, 2012 წლის იანვარში, "ბასიანის" სპეციალური ალბომი ექსკლუზიურად გამოსცა საფრანგეთის ერთ-ერთმა ცნობილმა რადიომ Ocora Radio France, რომელიც მთელს მსოფლიოში ვრცელდება. ყველაზე მასშტაბურია `ბასიანის~ ბოლო ნამუშევარი, 4 კომპაქტ-დისკისაგან შედგენილი აუდიო კრებული, სადაც შესულია 102 ქართული ხალხური სიმღერა და ტრადიციულ საგალობელი.

2015 წლის 19 თებერვალს კონსერვატორიის დიდ დარბაზში „ბასიანმა" სოლო კონცერტი გამართა, სადაც მსმენელის წინაში ახალი პროგრამით წარსდგა.
2015 წლის 21-28 თებერვალს ესპანელ ეთნომუსიკოლოგ პოლო ვალეხოს ინიციატივით, "ბასიანი" გასტროლით ესპანეთში გაემგზავრა, სადაც მადრიდში, სანტანდერსა და ზარაგოზაში სამი სოლო კონცერტი გამართა. „ბასიანი" უკვე რამოდენიმე წელია რაც ქართული მრავალხმიანობის კვლევის საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობს პოლო ვალეჰოსთან. კონცერტების პარალელურად „ბასიანმა" ესპანეთში უცხოელი მსმენელისთვის მასტერ-კლასები ჩაატარა.
მადრიდში გამართულ კონცერტს მაღალი წრის საზოგადოება დაესწრო, მათ შორის ცნობილი მუსიკოსები, მხატვრები, ფოტოგრაფები.

„ბასიანის" კონცერტებს ესპანურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, დაიბეჭდა არაერთი სტატია: მათ შორის გაზეთ Heraldo de Aragon-მა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „საქართველოდან ზეცამდე" სადაც ნახსენებია და ხაზგასმულია ანსამბლის მაღალპროფესიონალური საშემსრულებლო ხელოვნება.

2015 წელს ანსამბლს რამოდენიმე მნიშვნელოვანი გასტროლი აქვს დაგეგმილი, აგრეთვე ახალი ალბომის გამოშვება და აგრეთვე „ბასიანზე" დოკუმენტური ფილმის გადაღება, სადაც ასახული იქნება ანსამბლის მოღვაწეობის 15 წლის მანძილზე მიღწეული წარმატებები.

 

წაკითხულია: 2817