ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ საინფორმაციო შეხვედრას მართავს
27/05/2010

მედია ანონსი


27,მაისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ საინფორმაციო შეხვედრას მართავს

[PUBLICITY.GE] თბილისი, 27 მაისი, 2010, - 28 მაისს, 15:00 საათზე სასტუმრო «თბილისი მერიოტში», არასამთავრობო ორგანიზაცია «კონსტიტუციის 42-ე მუხლის» ორგანიზებითა და ინიციატივით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

სპეციალურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილის, პარლამენტის წევრები: გია არსენიშვილი, პავლე კუბლაშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, სახალხო დამცველის გიორგი ტუღუში,   საკონსტიტუციო კომისიის,ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

შეხვედრაზე საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი მონაწილეებს გააცნობს, თუ როგორ იქნება კონსტიტუციის ახალი რედაქციით  დარეგულირებული ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, როგორ მოხდება  ხელისუფლების დანაწილება, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სასამართლო სტრუქტურის ფორმირება.

***

შეხვედრაზე დასწრება მედიისთვის თავისუფალია.
მისამართი: თბილისი,რუსთაველის გამზ.№ 13

საკონტაქტო ინფორმაცია
ორგანიზაცია « კონსტიტუციის 42-ე მუხლი »
თბილისი, შეჩენკოს ქ. # 12
998856
ნაზი ჯანეზაშვილი     893 338805
ნინო ელბაქიძე   893 617140

წაკითხულია: 2844