ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
არასამთავრობოები პარლამენტის წინ აქციას გამართავენ
03/04/2014

 

მედია ანონსი

3 აპრილი,2014
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია
გვანცა კიკალიშვილი
599 799 646

არასამთავრობოები პარლამენტის წინ აქციას გამართავენ

 ხვალ, 3 აპრილს, 14:00 საათზე პარლამენტის წინ (ქ.ქუთაისი, აბაშიძის ქ. 26) კამპანიაში „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ" ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები მშვიდოაბიან აქციას გამართავენ.

აქციის მონაწილეები პარლამენტარებს მოუწოდებენ ფარულ მიყურადებებთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტი დაამტკიცონ და არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების გათვალისწინებით შეცვალონ. 

ხვალ, 3 აპრილს, პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის განხილვა 4 სხვადასხვა კომიტეტშია დაგეგმილი, პირველი საკომიტეტო მოსმენა ჯანდაცვის კომიტეტში 11 საათზე დაიწყება. 
საკომიტეტო მოსმენებს არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და იურისტები დაესწრებიან. ისინი თბილისიდან სპეციალურად ქუთაისში ხვალ დილას გაემგზავრებიან. 

 

წაკითხულია: 2113