ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების მიმოხილვა
15/12/2016
ვინ?: თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი, ზვიად მიხანაშვილი, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილე ლაილა ომარ გადი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი კაიდო სირელი, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში
რენატე ვინტერი, საერთაშორისო მოსამართლე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი
რა?: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის განხორციელების მიზნით უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა. შეხვედრაზე მიმოხილული იქნება კოდექსის განხორციელებაში მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები.
სად?: სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“, 26 მაისის მოედანი N1
როდის?: 16 დეკემბერი 2016 წელი, 10:00 საათი.
რატომ?: 2015 წლის ივნისში საქართველომ, ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, მიიღო „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“, რომელიც ძალაში შევიდა 2016 წლის 1 იანვარს. კოდექსი ადგენს მაღალ სტანდარტებს და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს კანონთან კონფლიქტში მყოფი (მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა განხილვაში მონაწილე ბავშვები), მსხვერპლი და მოწმე ბავშვებისთვის.

კოდექსის მიღება არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა საქართველოში არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის კუთხით. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ კოდექსის განხორციელების პროცესში არსებობს გამოწვევები, რაც მოითხოვს მონაწილე პროფესიონალთა შორის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას ახალი მიდგომებისა და პრინციპების შესახებ, მულტიდისციპლინური თანამშრომლობის დანერგვას და გაძლიერებას ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე, აგრეთვე პროფესიონალთა შესაძლებლობების გაძლიერებას.

ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროგრამის „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების გაძლიერების“ ხელშეწყობით შეიქმნა მულტიდისციპლინური პოლიტიკის ჯგუფი „არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ წარმატებით განხორციელების მხარდასაჭერად. ეს ჯფუფი შედგება სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტროს, იურიდიული დახმარების სამსახურის, ადვოკატთა ასოციაციის და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებისგან.

***
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
ტელ.: (+995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30, მობ: (+995 599) 53 30 71
mkurtsikidze@unicef.org, www.unicef.ge, https://www.facebook.com/unicefgeorgia
წაკითხულია: 4342