ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
აუდიო წიგნები უსინათლო და მცირემხედველი ბავშებისათვის
24/03/2014
პრესრელიზი

24 მარტი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
598 19 54 50 ანა მიქიაშვილი
599312717 ქეთევან ქიმოსტელი
https://www.facebook.com/AudioBooksForTheBlind
https://www.facebook.com/NGOmariani
593136727 რაზმიკ ბადალიანი
577 32 88 32 თეკლა ლათიბაშვილი
mariani.contact@gmail.com

 

აუდიო წიგნები უსინათლო და მცირემხედველი ბავშებისათვის

არასამთავრობო ორგანიზაციები ‘'მარიანი'' და სამოქალაქო ინიციატივა''

 
25 მარტს, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გიწვევთ პრეზენტაციაზე დასასწრებად

პროექტის ფარგლებში კომპაკტ დისკებზე ჩაიწერა 20 აუდიო წიგნი უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისთვის. წიგნები შეირჩა თავად მასწავლებლებისა და მოსწავლეთა სურვილის მიხედვით და ჩაიწერა მოხალისეთა მიერ. მათ გაიარეს მეტყველების ერთთვიანი ტრენინგი, სადაც დაეუფლნენ მიზანმიმართული კითხვის სტილსა და სწორად კითხვის პრინციპებს. წიგნები ჩაიწერა საპატრიარქოს ‘'რადიო ერთსულოვნებას'' და საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო სტუდიებში.

ჩანაწერები უფასოდ გავრცელდება როგორც რეგიონულ ბიბლიოთეკებში, უსინათლოთა კავშირის ფილიალებსა და დაინტერესებულ ორგანიზაციებში, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რესურს ცენტრებში და სხვა.

ამავე პროქტის ფარგლებში მოხდა პარლანეტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ.- გვერდის ადაპტირება მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის, სადაც ასევე განთავსდება აუდიოწიგნები. წიგნები იქნება ხელმისაწვდომი lib.ge-ს მომხმარებელთათვისაც.

პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2013 წლის განვითარების პროგრამის ფარგლებში და მხარდამჭერია პოლონეთის საელჩო საქართველოში. პარტნიორები არიან საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო, რადიო ერთსულოვნება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სსიპ ბავშთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი.

წაკითხულია: 2900