ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
აუდიტორული კომპანია “BDO” ბათუმში ახალი ოფისით იქნება წარმოდგენილი
21/06/2012

 მედია ანონსი

21 ივნისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
მაკა გოგიჩაშვილი
ტელ: 591 517 599

აუდიტორული კომპანია "BDO" ბათუმში ახალი ოფისით იქნება წარმოდგენილი

პარასკევს, 22 ივნისს, 17:00 საათზე, ქალაქ  ბათუმში, სასტუმროში "შერატონ ბათუმში" აუდიტორული კომპანია "BDO" ადგილობრივი ბიზნესმენებისათვის ბათუმის ოფისის პრეზენტაციას გამართავს.

პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, აჭარაში ლოკალიზებული ბიზნესების წარმომადგენლები და ჟურნალისტები.

სწრაფად განვითარებადმა ბიზნეს გარემომ და მზარდმა ინვესტიციებმა თავისთავად გამოიწვია იმ სერვისების ადგილზე მიღების აუცილებლობა, რომელსაც კომპანია „BDO" თავის მომხმარებელს სთავაზობს, აქედან გამომდინარე კომპანიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ბათუმში გაეხსნა ოფისი.

პრეზენტაცია საშუალებას მისცემს ადგილობრივი ბიზნესების წარმომადგენლებს და დამსწრე საზოგადოებას მიიღონ ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ,
რომლით სარგებლობის საშუალება ამიერიდან უკვე აჭარის რეგიონში ექნებათ.

BDO"-ს ბათუმის ოფისი აჭარის რეგიონში არსებული ბიზნესებისათვის საერთაშორისო კომპანიის მომსახურებას ხელმისაწვდომს გახდის. ბიდიო აჭარის რეგიონში შემდეგი სერვისებით იქნება წარმოდგენილი:

ბუღალტრული მომსახურების აუთსორსინგი-  კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ ფუნქციები ეფექტურად გადაანაწილონ და დაზოგონ კომპანიის შიდა რესურსი.

ალტერნატიული საგადასახადო შემოწმება- აჭარის რეგიონში მდებარე მსხვილი კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ ადგილზე ისარგებლონ A კატეგორიის აუდიტორული კომპანიის მომსახურებით.

საგადასახადო მომსახურება- კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ ადგილზე საგადასახადო ორგანოების წინაშე საკუთარი ინტერესების დაცვა და მრავალფეროვანი საგადასახადო კოსულტაციების მიღება.

აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება-  მენეჯმენტისა და ინვესტორებისათვის, რომლებსაც სურთ მიიღონ სანდო და ამომწურავი ინფორმაცია კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

პროექტის ეკონომიკური დასაბუთება (Feasibility Study)- კომპანიებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ პროფესიონალების რჩევების მიღება პროექტის განვითარების შესაძლო სცენარის შესახებ

იურიდიული მომსახურება- მულტიდისციპლინარული კონსულტაციები იურიდიული საკითხების ფართო სპექტრზე.

შპს „BDO" თორმეტწლიანი გამოცდილებითა და მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გუნდით, მესამე უმსხვილესი აუდიტორული კომპანიაა საქართველოს ბაზარზე და წარმოადგენს „BDO"-ს საერთაშორისო აუდიტორული ქსელის წევრ ფირმას. „BDO" ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს სთავაზობს პროფესიონალურ მომსახურებას შემდეგ სფეროებში: აუდიტი, საგადასახადო დაბეგვრა, ბიზნეს კონსულტაცია, საბუღალტრო მომსახურება, იურიდიული მომსახურება, შეფასება.

წაკითხულია: 2542