ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა
14/06/2012

მედია ანონსი

13 ივნისი, 2012 
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
რატი იონათამაშვილი
+995 322 235 66 09;
+995 599 50 70 71
ratiio@yahoo.com

აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა

თბილისი,  2012 წლის 14 ივნისი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე, ექპოჯორჯია, 3-ე პავილიონი (კაფე „ტერასის" უკან, მის. წერეთლის გამზ. 118),  გაიმართება ფოტო-გამოფენა შეზღუდული შესაძლებლობის თემაზე - აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ფოტოკონკურსში გამარჯვებული და პროექტის - „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" - ფარგლებში ჩატარებული სპორტული ღონისძიებების ამსახველი 70 ფოტოსურათი. ფოტო-გამოფენის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დამოუკიდებელი ცხოვრების პოპულარიზაცია და შეზრუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შორის მოტივაციის გაძლიერების ხელშეწყობა. ორგანიზატორები: მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის", „სპორტი ყველასათვის" და ჟურნალისტთა გაერთიანება „გელათი". პარტნიორი: „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის".

გამოფენის ბოლოს ორგანიზატორები მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელს გადასცემენ იმ კომპანიებს და ფიზიკურ პირებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ პროექტის წარმატებით განხორციელებასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვაში. კერძოდ, კომპანიებს: „ბილაინი", „ჯეოსელი", „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი", „თეგეტა მოტორსი", „აჭარაბეთი", „გალფი", „ავერსი", „ბარამბო", „ბაგრატიონი 1894", „გიორგი ოთარაშვილის იურიდიული კომპანია", „სოკარი ქართლი გაზი", „კახური ტრადიციული მეღვინეობა" და TAV GEORGIA. ჟურნალისტებს: ნანუკა ჟორჟოლიანს, მაია ასათიანს, ნინო ქაჯაიას, ნანიკო ხაზარეძეს, ლანა ბერიძეს, ელენე ცინცაძეს, ია დანელიას, დავით მესხიშვილს, სალომე ქარქოშვილს, ლიკა ქორქიას, ანი ქორქიას, თიკო სადუნიშვილს, ლაშა დვალიშვილს და დავით მინაშვილს. მომღერლებს: სოფო ბედიას, გიორგი სუხიტაშვილს, ოთო ნემსაძეს, თეატრალურ კვარტეტს, ბორის ბედიას, რომა რცხილაძეს, დათუნა სირბილაძეს. მსახიობებს: გიორგი ყიფშიძეს და დუტა სხირტლაძეს. იუმორისტებს: ნიკა არაბიძეს და ვასილ ფხაკაძეს. სტუდენტებს: თიკო ცოცხალაშვილს და თორნიკე ჩარგელიშვილს. ასევე, მაკო მეტრეველს, გოგი ჩაჩანიძეს, მამუკა ქაცარავას, მერაბ ჩიქობავას, დავით ქაცარავას, მაკო ჯაოშვილს და დავით ნებიერიძეს.

პროექტის შესახებ:

პროექტს „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" ახორციელებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლის მიზანია: საზოგადოებაში ინვალიდობის თემის პოულარიზაცია, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი და აქტიური ცხოვრების ჩვენების გზით საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების მსხვრევა და თანაბარი პირობების შექმნის ხელშეწყობა. მიმდინარე წელს უკვე გაიმართა შემდეგი სპორტული აქტივობები: ტურნირი ბოულინგში, წყვილთა ავტორბოლა და თბილისის ღია პირველობა მშვილდოსნობაში, რომელშიც მონაწილეობა 82-მა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა მიიღო, უახლოეს მომავალში კი დაგეგმილია ჯომარდობის, აფროსნობის, პარაპლანინგის, წყლის ეტლი-თხილამურებით შეჯიბრის,  ბილიარდისა და სპორტული ცეკვების კონკურსის ჩატარება, სადაც ეტლით მოსარგებლე პირები მიიღებენ მონაწილეობას.

წაკითხულია: 2327