10/09/2010
![]()
მედია ანონსი
10 აგვისტო,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
info@green.ge
ქ. თბილისი, საბურთალოს ქ. 40, I კორპ.
ტელ: 362633
დავასუფთაოთ საქართველო
[Publicity.ge] 10 სექტემბერი, 2010, თბილისი - 2010 წლის 17-18-19 სექტემბერს მთელ საქართველოში პირველად ტარდება ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია, სახელწოდებით, “დავასუფთაოთ საქართველო” (Clean Georgia), დავასუფთაოთ მსოფლიო“ (clean up the world) კამპანიის ფარგლებში.
კამპანიას ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები და მგდრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა“, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში ჩართვა“ ფარგლებში.
კამპანია ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (side) ფინანსური უზრუნველყოფით. მსოფლიოში ერთერთ უდიდეს გარემოსდაცვით კამპანიას, „დავასუფთაოთ მსოფლიო“, საფუძველი ჩაეყარა 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინციატივით. კამპანია აერთიანებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სკოლებს, ცალკეულ მოქალექეებს ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციების განსახორციელებლად.
კამპანია ტარდება ყოველ სექტემბერში და მასში მონაწილეობს 120 ქვეყანა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ან ეწვიოთ ჩვენს ვებ გვერდს: www.green.ge