04/10/2007
ანონსი მედიისთვის
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
აქცია-კონცერტი ”ქართული მედია სამშობლოს ერთიანობისთვის”
12 ოქტომბერს, 17:00 სთ-ზე ”თავისუფალი გაზეთი+” - ის ორგანიზებით რუხის ციხეში (აფხაზეთისა და სამეგრელოს საზღვარზე) ღია ცის ქვეშ გაიმართება აქცია-კონცერტი ”ქართული მედია სამშობლოს ერთიანობისთვის”.
პროექტი მიზნად ისახავს ქართული მედიის მხრიდან, თავისი წვლილის შეტანას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში. აქცია-კონცერტი გაიმართება სამეგრელოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, რუხის ციხესთან. ამ დღისთვის სპეციალურად შეიქმნა ჰიმნი, რომელსაც საქართველოში მოქმედი ყველა საინფორმაციო საშუალების წარმომადგენლები შეასრულებენ. აქცია-კონცერტზე შესრულდება ტრადიციული ქართული ცეკვები, სიმღერები და განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაეთმობა ქართულ ფოლკლორს. რაც მთავარია ყველა სიმღერა წარმოდგენილი იქნება ცოცხალი შესრულებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
ტელ: 966-189
მობ: 899 917 074 თამარ ლეფსვერიძე
მობ: 855 537 837 ირმა მესხია
მობ: 893 275 275 ილია მარტყოფლიშვილი
ელ-ფოსტა: tavisufali@yahoo.com