ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
აქცია „1 საათი მოსმენების გარეშე“ იწყება!
21/03/2014
მედია ანონსი
 
21 მარტი,2014
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია
გვანცა კიკალიშვილი
599 799 646

აქცია „1 საათი მოსმენების გარეშე" იწყება!

 

კამპანიის „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ" მონაწილეები იწყებენ აქციას „1 საათი მოსმენების გარეშე", რომელიც ყოველ პარასკევს 13:00-დან 14:00 საათამდე მობილური ტელეფონების გამორთვას გულისხმობს.

„ჩვენ გამოვრთავთ მობილურ ტელეფონებს 1 საათით და მოგიწოდებთ, ამ ფორმით ჩვენთან ერთად გააპროტესტოთ ფარული მიყურადება და შემოურთდეთ კანონის ცვლილების მოთხოვნას" - აცხადებენ კამპანიაში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კამპანიის ორგანიზატორები მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომელებსაც არ სურთ ფარული მიყურადებისა და მოსმენების დანერგილი პრაქტიკის გაგრძელება და მხარს უჭერენ მოქმედი კანონმდებლობის ცვლილებას, ჩაერთონ აქციაში.


არასამთავრობოების განმარტებით, აქცია პარლამენტში ფარული მიყურადებისა და უკანონო მოსმენების წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო პაკეტის მიღებამდე გაგრძელდება.
პირველი აქცია პარასკევს, 21 მარტს, გაიმართება. აქციის მონაწილეები 13:00-დან 14:00 საათამდე მობილურ ტელეფონებს გამორთავენ. 

 

წაკითხულია: 2474