მედია ანონსი
აღმოაჩინე ლატვიური სამზარეულო - საქართველოში
2014 წლის 24 ნოემრიდან - 10 დეკემბრამდე, საქართველო უმასპინძლებს ლატვიის დღეებს სახელწოდებით „აღმოაჩინე ლატვია". ლატვიის დღეების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ბიზნეს, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიება.
„აღმოაჩინე ლატვიას" ფარგლებში 24 ნოემბერს, 17:00 საათზე, რესტორან „ოტიუმში" მსოფლიოში ცნობილი ლატვიელი შეფ-მზარეულის, რაიმონდს ზომერსისა და მისი ასისტენტის ედგარს ბალოდისის მასტერკლასი გაიმართება.
ლატვიური სამზარეულო ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენს გურმანებისთვის. ის საშუალებას იძლევა დააგემოვნოთ როგორც ტრადიცული, ისე თანამედროვე და უნიკალური კერძები. ლატვიური სამზარეულო საუკუნეების განმავლობაში განიცდიდა სხვადასხვა კულტურათა ნაციონალური სამზარეულოების გავლენას, რამაც ის განსხვავებული და თვითმყოფადი გახადა.
მასტერკლასი ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართება, სადაც მზარეული რაიმონდს ზომერსი და მისი ასისტენტი ედგარს ბალოდისი თანამედროვე ჩრდილო-ლატვიურ კერძებს მოამზადებენ, სპეციალურად, ამ დღისთვის ჩამოტანილი ეკოლოგიურად სუფთა, ლატვიური პროდუქტებით. მასტერკლასზე ლატვიური კერძების დეგუსტაცია გაიმართება.
ღონისძიება ლატვიის ინვესტიციისა და განვითარების სააგენტოს და ევროპის რეგიონალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით გაიმართება.
მოკლე ინფორმაცია შეფ-მზარეულ რაიმონდს ზომერსის შესახებ:
რაიმონდს ზომერსი არის ლატვიის ერთ-ერთი წამყვანი შეფ-მზარეული, რომელიც მრავალგზის გამარჯვებულია ისეთი პრესტიჟული კონკურსების როგორიცაა: „ლატვიის წლის მზარეული", „ბალტიისპირეთის კულინარიული ვარსკვლავის თასი", „ლატვიის წლის კონდიტერი" და სხვა.. ის მასპინძლობდა ჩეხეთის, აზერბაიჯანის, მონაკოს, ესტონეთის, თურქეთის, პოლონეთისა და ჩინეთის ოფიციალურ დელეგაციებს ლატვიაში. ამჟამად ის რიგის რესტორან „Kalku varti"-ს შეფ-მზარეულია.
საკონტაქტო პირი: ნინა პერტენავა 577 14 14 44