ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
აშშ-ის მთავრობა საქართველოში პროფესიული განათლების მიმზიდველობის გაზრდის მიზნით კიდევ ათ პროექტს დააფინანსებს
18/06/2018
ვინ?: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში.
რა?: პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის III რაუნდის გამარჯვებულებს გამოავლენს.
სად?: სასტუმრო თბილისი რუმსში.
როდის?: 19 ივნისი, 11:00 საათზე.
რატომ?: პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმებიან ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე სონია შარიგიანი.

საგრანტო კონკურსის III რაუნდში, რომლის მიზანი პროფესიული განათლების მიმზიდველობის გაზრდაა, 43 განაცხადი შემოვიდა. განაცხადები შემოიტანეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, ასევე კერძო სექტორის და არა-სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა თბილისიდან და რეგიონებიდან. დამოუკიდებელმა შეფასების კომისიამ დასაფინანსებლად შეარჩია ათი პროექტი, რომლის ჯამური ბიუჯეტი 190,295 აშშ დოლარია, საიდანაც საგრანტო თანხა 177,010 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო დანარჩენი 7% (13,285 აშშ დოლარი) - კერძო სექტორის თანადაფინანსებაა.

დაფინანსებული პროექტების მეშვეობით, შემუშავდება ახალი პროფესიული პროგრამები მწვანე სექტორის მიმართულებით, დაინერგება ახალი მეთოდები დუალური განათლების, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებისა და ინკლუზიური განათლების კუთხით, ხელი შეეწყობა გოგოების დაინტერესებას საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალობებში და გაიზრდება პროფესიული პროგრამების პოპულარიზაცია.

შეგახსენებთ, რომ 2016-2017 წლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ, მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, უკვე დაფინანსდა 17 პროექტი. განხორციელებული პროექტების დეტალური აღწერა შეგიძლიათ იხილოთ პროექტის ვებ-გვერდზე: www.iswd.ge.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
გიორგი კოპალეიშვილი
ბიზნესთან, მთავრობასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
535-298989 | gkopaleishvili@mcageorgia.ge


თათია ხუბულავა
კომუნიკაციების მენეჯერი
„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტი
577-516363 | tatia.khubulava@pem-consult.de


წაკითხულია: 2743