15/07/2010
მედია ანონსი
15 ივლისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
აშშ-ის მთავრობის დახმარებით სამცხე-ჯავახეთში მექანიზაციის ახალი ცენტრი გაიხსნება
მექანიზაციის სერვისცენტრის მფლობელი შპს "ლაბა+"-ია. კომპანიამ USAID-საგან 199 ათასი დოლარის ოდენობით გრანტი მიიღო და ამავე ოდენობის თანადაფინანსებით შეძლო ახალი სერვისცენტრის აშენება და აღჭურვა. ახალი სერვისცენტრი ადგილობრივ მცირე ფერმერებს შესთავაზებს ფასიან სამანქანო მომსახურებას (ხვნას, კულტივაციას, თესვას, სასუქისა და პესტიციდების შეტანას და მოსავლის აღებას). ახალციხის მექანიზაციის სერვისცენტრი აღჭურვილია: 1 თანამედროვე კომბაინით, 3 ახალი ტრაქტორითა და 12 სხვადასხვა სახის მისაბმელითა და სასოფლო სამეურნეო დანადგარით. სერვისცენტრი მოემსახურება დაახლოებით 800 მცირე ფერმერს რეგიონში.
“მექანიზაციის პროექტის” ბიუჯეტი 5.1 მლნ. ამერიკული დოლარია. ეს აშშ-ის მთავრობის იმ მილიარდიანი დახმარების ნაწილია, რომელიც საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოეყო. “მექანიზაციის პროექტის” ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 30-მდე სამანქანო ცენტრი შეიქმნება, რაც გაზრდის მცირე ფერმერებისთვის სამანქანო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას. საერთო ჯამში ამ სერვისცენტრებში 250-მდე ადამიანი დასაქმდება, დახმარებას მიიღებს 14 ათასი მცირე ფერმერი, ხოლო მცირე ფერმერული მეურნეობები დამატებით 10 მლნ. აშშ დოლარის შემოსავალს მიიღებენ.