ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
აშშ-ს მთავრობა მხარს უჭერს საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დამხმარე საშუალებების წარმოებას
12/03/2013
  

მ ე დ ი ა  ა ნ ო ნ ს ი

12 მარტი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:

რატი იონათამიშვილს
კოალიციის PR მენეჯერს
ტელ: (+995 32) 2 35 66 09
მობ: (+995 599) 50 70 71
rati@disability.ge

აშშ-ს მთავრობა მხარს უჭერს საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დამხმარე საშუალებების წარმოებას

თბილისი, საქართველო - აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მინისტრსა და სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამხმარე საშუალებების პრეზენტაციას, რომელიც გაიმართება კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ეტლების საწარმოში, კაიროს ქ. 42, 12:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე.

აღნიშნულ ღონისძიებაზე, რომელსაც კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და ნეიროგანვითარების ცენტრი ერთობლივად აწყობენ, მოხდება აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოს ეტლების წარმოების ქსელი" ფარგლებში წარმოებული პროდუქციის პრეზენტაცია, როგორიცაა ახალი, მსუბუქი ელექტრო ეტლი და ეტლით მოსარგებლეთა ჯდომის კორექციის საშუალებები. პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოება თავად გამოცდის აღნიშნულ პროდუქციას და გაეცნობა მათ შესაძლებლობებს.

პროექტი "საქართველოს ეტლების წარმოების ქსელი", რომელიც ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, არის ერთ-ერთი გზა, რომლის მეშვეობითაც აშშ-ს მთავრობა მხარს უჭერს და ხელს უწყობს საქართველოში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციას. ამასთანავე, USAID-ის მიერ მხარდაჭერილი კიდევ ერთი პროექტი "შეზღუდული შესაძლებლობის ადვოკატირება" მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების გაძლიერებას და ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეზე პოლიტიკის შემუშავების პროცესში შშმ პირთა ჩართულობის გაზრდას.

###

USAID-ის შესახებ საქართველოში:

გასული 20 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტირება განახორციელა საქართველოში. დღესდღეობით წელიწადში 40 პროექტზე მეტი ხორციელდება. აღნიშნული პროექტები მიზნად ისახავენ ხელი შეუწყონ საქართველოში დემოკრატიულ წინსვლას, ეკონომიკური განვითარების დაჩქარებას, ჯანდაცვისა და განათლების პროცესების გაუმჯობესებას. USAID გასწევს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას 100-ზე მეტ ქვეყანაში. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: http://georgia.usaid.gov/

სოციალური საწარმოს/პროექტის შესახებ
:

კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ბაზაზე შშმ პირთა დამხმარე საშუალებების სოციალური საწარმო 2009 წელს დაარსდა. მისი მიზანია შშმ პირთა დამოუკიდებელი გადაადგილებისა და გააქტიურების, ასევე დასაქმების ხელშეწყობა. სოციალურ საწარმოში დასაქმებულები არიან ეტლით მოსარგებლე პირები. საწარმომ უკვე გამოუშვა 1500-ზე მეტი აქტიური ტიპის ეტლი, 20-ზე მეტი მობილური პანდუსი, ეტლში სწორი ჯდომისათვის 180-მდე სხვადასხვა ტიპის საკორექციო საშუალება (ნეიროგანვითარების ცენტრი) და სხვ. 2013 წლის მარტიდან საწარმოში დამზადებულ პროდუქციას დაემატა ნოვაცია მთელს რეგიონში - აქტიური ტიპის ელექტრო ეტლი, რომელიც ინდივიდუალური მორგებით მზადდება და მასზე შესაძლებელია ჯდომის კორექციისათვის დამხმარე საშუალებების დაყენებაც. ასეთი ეტლის წარმოება უმნიშვნელოვანესია, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, რომელთაც არ შეუძლიათ მექანიკური ეტლის მართვა, დამოუკიდებლად შეძლონ გადაადგილება.

წაკითხულია: 1276