პრესრელიზი
1 მარტი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ნათია სირაბიძე
nsirabidze@gmail.com
3 მარტს, 12:00 საათზე, ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საზოგადოებას წარუდგენს განვლილი 4 თვის საქმიანობის ანგარიშს.
შეხვედრას წარუძღვება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ბატონი არჩილ ხაბაძე. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრები, საქვეუწყებო დაწესებულებების წარმომადგენლები, უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ბიზნესმენები, მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ფერმერები, ბანკების და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანია საზოგადოების ინფორმირება აჭარის მთავრობის საქმიანობის შესახებ - რა გაკეთდა განვლილ 4 თვეში და რის გაკეთებას აპირებს უახლოეს მომავალში; აჭარის მთავრობის საქმიანობის შესახებ საზოგადოების მოსაზრებების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების მოსმენა; აჭარის მთავრობის გახსნილი და რეგულარული ურთიერთობის მექანიზმების შემუშავება საქმიანობის გამჭვირვალობის და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების, მისი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით.
შეხვედრაზე განხილული იქნება: აჭარის მთავრობის პრიორიტეტები, გაწეული საქმიანობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამები და რეგიონში განსახორციელებელი აქტივობების ძირითადი მიმართულებები. შეხვედრა გაიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში.