ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ახალგაზრდები მხარს უჭერენ გარემოს დაცვას
07/12/2012

ანონსი

7 დეკემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
E-mail:
pr@moe.gov.ge
Tel
.: +995 32 72 72 34
577293979
ინგა ნიკაგოსიანი

ახალგაზრდები მხარს უჭერენ გარემოს დაცვას

ბორჯომი. 7 დეკემბერი 2012 - ბორჯომის, წაღვერისა და ახალდაბას სკოლებში ექვსი ეკო-კლუბი გაიხსნება. ეკო კლუბებში გაერთიანდებიან სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები, რომელნიც გარემოს დაცვის საკითხებს შეისწავლიან და საკუთარ პროექტებს განახორციელებენ.

თითოეულ ეკო კლუბს ექნება კომპიუტერი და ბიბლიოთეკა, ხოლო მასწავლებლები გაივლიან მომზადებას ეკო კლუბების სტრატეგიისა და არაფორმალური გარემოსდაცვითი განათლების საკითხებში.

ეკო კლუბები იხსნება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით. ეს საპილოტო ინიციატივა გარემოსდაცვითი განათლების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ხვალ, 2012 წლის 8 დეკემბერს, ექვსივე კლუბის წევრები და მასწავლებლები შეიკრიბებიან ბორჯომში, სადაც გაიმართება ეკო კლუბების წარდგენა, მათი სლოგანებისა და პროგრამების გაცნობა.

ღონისძიებას დაესწრებიან UNDP-ის პროგრამების ხელმძღვანელი საქართველოში სოფო ქემხაძე, ბორჯომის გამგებელი დავით კამკამიძე და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს  წარმომადგენლები.   

###

მედიას ვიწვევთ ეკო-კლუბების გახსნაზე დასასწრებად:
8 დეკემბერი 2012, 12:00 - 14:00
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმიისტრაციის შენობა, მესხელის ქ. 23, ბორჯომი 
<<< <<< <<<
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907,
Sophie.Tchitchinadze@undp.org
ინგა ნიკაგოსიანი, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო: +995 577 293979, pr@moe.gov.ge

წაკითხულია: 2007