ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ახალი მექსიკური სწრაფი კვება თბილისში
23/11/2013
მედია ანონსი

23 ნოემბერი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

ახალი მექსიკური სწრაფი კვება თბილისში

2013 წლის 23 ნოემბერს 15:00 საათზე დაგეგმილია მექსიკური სწრაფი კვების რესტორნის „Pueblo" გახსნა ქ. თბილისში პეკინის ქუჩისა და ალ. ყაზბეგის გამზირის გადაკვეთაზე. კომპანია ეპატიჟება მედიის წარმომადგენლებს, რომ გააცნოს ბიზნეს ფორმულა, პროდუქტები და სამომავლო გეგმები. სტუმრებსდახვდებათ თბილი გარემო, მეგობრული პერსონალი, სწრაფი სერვისი და ჯანსაღი კვება. ძირითადი არჩევანი ამერიკულ/მექსიკური ბურიტოების სახით არის წარმოდგენილი, რომლებიც ყოველდღიურად ახალი პროდუქტების გამოყენებით მომხმარებლის თვალწინ მზადდება, ნაცვლად სწრაფ კვებაში გავრცელებული ნახევარფაბრიკატებისა. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ინგრედიენტების ნაირსახეობა და საკუთარი შეხედულებით შექმნას ბურიტო. ბურიტო მექსიკასა და აშშ-ში ძალიან მაღალი პოპულარობით სარგებლობს. ისტორიულადტრადიციული კერძი დღეს სწრაფი კვების ინდუსტრიის ცენტრალური პროდუქტი გახდა. პუებლოს კონცეფცია მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიის განვითარებაა. თითოეული სტუმრისთვისდაუვიწყარი ვიზიტის შექმნა ჩვენი ყოველდღიური შრომის მიზანია.

მობრძანდით, მიირთვით, ისიამოვნეთ - თუ მოგეწონებათ ხელახლა გვესტუმრეთ მეგობრებთან ერთად. "პუებლოს"დიდი გეგმები აქვს და ვფიქრობთ ძალიან მალე ჩვენი უპირატესობებით ბაზრის მსხვილ მოთამაშეებს გავუწევთ კონკურენციას. ყოველდღე ერთად ვართ! - ჩვენი დევიზია, რადგან გვჯერა ხშირად შევხვდებით. პუებლოს გუნდი!

წაკითხულია: 3408