ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ახალი ჟურნალი - Georgian Business Today
22/11/2007

  

ა ნ ო ნ ს ი   მ ე დ ი ი ს თ ვ ი ს

დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
     

ახალი ჟურნალი  - Georgian Business Today

22 ნოემბერი, დეკემბრის დასაწყისში საზოგადოება იხილავს ახალ ჟურნალს Georgian Business Today, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ბიზნესის აქტუალური თემების განხილვა, სიახლეების გაცნობა, წამყვანი ბიზნესმენების მოსაზრებების გაზიარება, სხვადასვა ქვეყნებში განხორციელებული ანალოგიების მოძიება და დამწყები ბიზნესმენებისათვის პრაქტიკული რჩევების შეთავაზება.

როგორია ქართული ბიზნესი დღეს? ოპტიმალური პასუხი ნებისმიერ დაინტერესებულ მსურველს ბიზნესგარემოში სწორი ორიენტირის განსაზღვრაში დაეხმარება. Georgian Business Today გაძლევთ შესაძლებლობას საუკეთესო რაკურსით წარმოაჩინოთ თქვენი კომპანია.

ჟურნალი Georgian Business Today მომზადდა "საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" მიერ, "საერთაშორისო კერძო მეწარმეობის ცენტრის"(CIPE) მხარდაჭერით.

ორგანიზაციის შესახებ:
"საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის"  მთავარ მიზანს წარმოადგენს: სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, დემოკრატიის ხელშეწყობა, პარტნიორ ორგანიზაციებისა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანა. 1989 წლიდან მოყოლებული საეა-მ სხვადასხვა ეკონომიკური მიმართულებით 40-ზე მეტი პროექტი განახორციელა.

###

საკონტაქტო პირი: დოდო ჭუმბურიძე, PR მენეჯერი     
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ტელ.: 92 28 39; 893 28 30 92 
ელ-ფოსტა: pr@economists.ge   


წაკითხულია: 7416