ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ახალი საგადასახადო კოდექსის განხილვა
17/06/2010

მედია ანონსი

17 ივნისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ანა ტოკლიკიშვილი
საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი
ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”
ტელ: 895 221 999, 
ელ.ფოსტა: Anuka@osgf.ge

 ახალი საგადასახადო კოდექსის განხილვა

[PUBLICITY.GE] თბილისი, 17 ივნისი, 2010 - 18 ივნისს, 15:00 საათზე, სასტუმრო “თბილისი მარიოტში”, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო” მართავს სადისკუსიო შეხვედრას ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი სირაძე ახალი კოდექსის მთავარ ცვლილებებზე ისაუბრებს; ახალ კოდექსთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს წარმოადგენს ასევე I&N AUDIT-ის წარმომადგენელი ირაკლი შავიშვილი. შეხვედრის ბოლოს გაიმართება დისკუსია, რომელსაც გაუძღვება რეზო საყევარიშვილი, ეკონომიკის დარგის ექსპერტი. არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსთა სამინისტროს თავიანთ რეკომენდაციებს გადასცემენ ახალ საგადასახადო კოდექსში ხარვეზად მიჩნეულ საკითხებთან დაკავშირებით.

შეხვედრას დაესწრებიან მთავრობის წევრები, ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები  (თი-ბი-სი ბანკი, საქართველოს ბანკი, მაგთიკომი და სხვა),  აუდიტორთა და ბუღალტერთა ფედერაციის წევრები (Pricewaterhouse Coopers,  Deloitte & Touche, სხვ.) ამერიკის სავაჭრო პალატის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები, ძველი საგადასახადო კოდექსის ავტორები, პოლიტიკური პარტიები (ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკური პარტია, ალიანსი საქართველოსთვის და სხვ.), დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

წაკითხულია: 3131