ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ახალი ქართული ავიაკომპანია FLY GEORGIA საქართველოში პირველ AIRBUS-ს შემოიყვანს
26/07/2012

 მედია ანონსი

26 ივლისი, 2012 
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე
597 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge

ახალი ქართული ავიაკომპანია FLY GEORGIA საქართველოში პირველ AIRBUS-ს შემოიყვანს 

ხალი ქართული ავიაკომპანია FLY GEORGIA - რომელიც  ოპერირებას აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებს, საქართველოში პირველ უახლესი მოდელის AIRBUS-ს შემოიყვანს.

2009 წელს გამოშვებული თვითმფრინავი საქართველოს აეროპორტში 28 ივლისს დაეშვება და რამდენიმე დღეში უკვე მზად იქნება პირველი ფრენის განსახორციელებლად ბათუმის მიმართულებით.

 ბოლო წლებში AIRBUS- მა ასეულობით მილიონი ა.შ.შ დოლარის ინვესტირება მოახდინა თავისი თვითმფრინავების მოდერნიზაციაში, უსაფთხოების გაუმჯობესებასა და მგზავრების კომფორტული  მომსახურების საკითხებში.

ახალი AIRBUS კომფორტის  უმაღლეს დონეს სთავაზობს მგზავრებს, განახლებული და კომფორტული დიზაინი , დეტალებზე ორიენტირებული სერვისი და მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისკენ განსაკუთრებულად სასიამოვნოს გახდის ნებისმიერ მგზავრის ურთიერთობას ავიაკომპანიასთან.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დატრეინინგებული  პერსონალი და მსოფლიო დონის გამოცდილი  AIRBUS -ის პილოტები უსაფრთხოების და კომფორტის განსაკუთებულ სინთეზს შესთავაზებენ FLY GEORGIA-ს მგზავრებს.

ახალ თვითმფრინავის ჩამოფრენას  თბილისის აეროპორტში FLY GEORGIA-ს  გენერალური დირექტორი, ჯონ კოლფა დაესწრება.

წაკითხულია: 2055