ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ახალი ჰიდროლოგიური სადგურის გახსნა მეტეოროლოგიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით
22/03/2013

მედია ანონსი 

21 მარტი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
pr@moe.gov.ge
+995 32 72 72 24
577293979
ინგა ნიკაგოსიანი

ახალი ჰიდროლოგიური სადგურის გახსნა მეტეოროლოგიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით

 მიმდინარე წლის 23 მარტს, 13:00 საათზე, მეტეოროლოგიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მდინარე მტკვარზე, თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება ახალი ავტომატური ჰიდროლოგიური სადგური. სადგურის მონტაჟი დაფინანსდა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში.

სადგურის გახსნას დაესწრებიან გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე, ჩეხეთის ელჩი საქართველოში  ივან იესტრჟაბი,
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი შალვა ჯავახაძე და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსი რამაზ ჭითანავა.

სტუმრები მოინახულებენ აგრეთვე ქ.თბილისის კომპლექსურ მეტეოროლოგიურ სადგურს (ვაშლიჯვარი), რომელზეც განთავსებულია მეტეოროლოგიურ და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობაზე დაკვირვების თანამედროვე გამზომი საშუალებები.

ახლადგახსნილი სადგური იძლევა მდინარეში წყლის დონის დროში უწყვეტად გაზომვის და ინფორმაციის დამუშავების ცენტრში ავტომატურად გადმოცემის საშუალებას. აღნიშნული მონაცემების ოპერატიულად მიღება ხელს უწყობს მდინარის წყლიანობის რეჟიმის ობიექტურად შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში წყალდიდობა-წყალმოვარდნის დროულად პროგნოზირებას.

 

წაკითხულია: 1894