21/04/2010
21 აპრილი, 2010
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
22 აპრილს, 12 საათზე, ახალციხეში (რ.თაბუკაშვილის ქ. №17), გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში - ბატონი ჯეიმი მაკგოლდრიკი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი - ქალბატონი ხათუნა კალმახელიძე და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი - ბატონი ირაკლი კობიძე სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს გახსნიან.
სამცხე-ჯავახეთში იურიდიული დახმარების ბიუროს ამოქმედება დაგეგმილი იყო ”იურიდიული დახმარების სამსახურის მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს. პროექტის პრიორიტეტებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის ზრდა, საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიული განვითარება, უფასო იურიდიული დახმარების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ადმინისტრაციულ საქმეებზე უფასო საადვოკატო მომსახურების დანერგვის ხელშეწყობა წარმოადგენს.
იურიდიული დახმარების სამსახური 2007 წლის ივლისიდან მოსახლეობას უფასოდ ემსახურება, რაც სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო წარმომადგენლობას, ყველა სახის სამართლებრივ კონსულტაციებსა და იურიდიული დოკუმენტების შედგენას გულისხმობს. უფასო იურიდიული დახმარების მიღება საქართველოს ყველა რეგიონშია შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ”იურიდიული დახმარების სამსახურის მხარდაჭერის” პროექტი გასული წლის მაისიდან ხორციელდება. ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებრივი ადვოკატებსათვის არაერთი ტრენინგი, მათ შორის, სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის საკითხებზეც ჩატარდა. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მედია კამპანიაც მიმდინარეობს, რაც იურიდიული დახმარების სამსახურისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცებას ემსახურება.
საკონტაქტო პირები: