16 ოქტომბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
შპს რუსთავის ფოლადი აღშფოთებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 1 ოქტომბერს გამოტანილი განჩინებით. ამ განჩინებამ ძალაში დატოვა საერთაშორისო თაღლითი ჯოზეფ ქეის სასარგებლოდ გამოტანილი უკანონო სასამართლო გადაწყვეტილება რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მფლობელობასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ საკითხზე შპს რუსთავის ფოლადი და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი აწყობენ პრესკონფერენციას, სადაც საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია შემდეგ თემებზე:
• ბადრი პატარკაციშვილის მიერ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ფლობის დამადასტურებელი ფაქტები
• ინფორმაცია ჯოზეფ ქეის თაღლითური მაქინაციების შესახებ
• სასამართლო გადაწყვეტილებების უკანონობის დასაბუთება
• ასეთი ტიპის უკანონო სასამართლო გადაწყვეტილებების უაღრესად ნეგატიური გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე
პრესკონფერენცია გაიმართება ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმროში თბილისი მერიოტი.
თომას ბლეიკი
შპს რუსთავის ფოლადის დირექტორი