მედია ანონსი
12 აპრილი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი
ეკა ფოცხვერია
პიარ მენეჯერი «ტენტორიუმი»
ტელ: 2 37 1719, მობ: 574 61 77 44
ელ.ფოსტა: info@tentorium.ge
ვებ: tentorium.ge
ბავშვების სააღდგომო თავგადასავალი
[PUBLICITY.GE] თბილისი, 12 აპრილი, 2012 - 2012 წლის 15 აპრილს 13 საათზე კომპანია „ტენტორიუმი" აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საგურამოს მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისათვის გამართავს საქველმოქმედო აქციას და კინოჩვენებას კინოთეატრ „ამირან"-ში.
ბავშვებს გადაეცემათ სააღდგომო საჩუქრები, მოეწყობა გასართობი აქტივობები, გადაიღებენ სამახსოვრო ფოტოებს „ტენტორიუმის" ფუტკრებთან - ჟუ-ჟუსთა და ჟო-ჟოსთან ერთად. აქციის ბოლოს გაიმართება საბავშვო ანიმაციური ფილმის „ანოს და ვანოს თავგადასავალი"-ს ჩვენება.
კომპანია „ტენტორიუმი" მსოფლიო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანია მომხარებელს სთავაზობს ფუტკრის უნიკალური პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს. ტენტორიუმის ქსელი წარმოდგენილია თვრამეტ ქვეყანაში, ამჟამად კომპანია ქართულ ბაზარზე მხოლოდ ერთი მაღაზიითაა წარმოდგენილი: მელიქიშვილის ქ. N 6.