31/05/2010

მედია ანონსი
ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი აქცია
31მაისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
სოფო ჩქარეული: 871 777201 ;
სოფო დათუაშვილი: 893 663668
ეკატერინა დემეტრაშვილი: 855 307580
sophie.datu@yahoo.com
katerina-eko@mail.ru
[PUBLICITY.GE] თბილისი, 31 მაისი, 2010 წელი - 1 ივნისს, 1 საათზე საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი მართავს თეატრალიზებულ აქციას პარლამენტის შენობის წინ. აქციის მონაწილე ბაღის ასაკის ბავშვები მოთავსდებიან სიმბოლურ ხის გალიაში, ნიშნად ბაღის უფუნქციობისა. ბავშვები და აღმზრდელები შეიმოსებიან თეთრი მაისურებით, რომელზეც მათი სურვილები იქნება დაწერილი.
"45 ბავშვთან ერთდროულად მუშაობა ყოველგვარ ადამიანურ ძალებს აღემატება! თუ აღმზრდელებს დაუბრუნდებათ პედაგოგის სტატუსი, ექნებათ შრომის ღირსეული ანაზღაურება და იმუშავებენ მცირერიცხოვან ჯგუფებთან, ისინი იქნებიან კმაყოფილნი, რაც მათ საგაკვეთილო საათებზეც აისახება, ბავშვიც ბედნიერი იქნება და შესაბამისად მშობელიც!" აცხადებს სპმთპ-ის პრეზიდენტი მანანა ღურჭუმალიძე.
ამ აქციით სპმთპ სახელმწიფოსა და საზოგადოებას შეახსენებს საბავშვო ბაღის რეალურ ფუნქციას, მისი როგორც ფუდამენტური საგანმანათლებლო დაწესებულების დანიშნულებას და აღმზრდელების ღვაწლისა და ამაგის ღირსეულ დაფასებას.