მედია ანონსი
1 ივნისი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისთვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაიკო ჩიტაშვილი,
593260609;
maiko@publicity.ge
თეონა ჯულუხაძე,
599 475060,
ელ-ფოსტა: t.julukhadze@asb-georgia.org
ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება: "უსაფრთხოება იწყება ბაღიდან"
მიწისძვრის სიმულაცია თბილისის საბავშვო ბაღში
2 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის N 23-ე საბავშვო ბაგა-ბაღი (მისამართი თბილისი, დიღმის მასივი, კვ. 4) უმასპინძლებს ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას: „უსაფრთხოება იწყება ბაღიდან". ღონისძიების ფარგლებში, საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მონაწილეობით იგეგმება მიწისძვრის სიმულაციური თამაში და თოჯინების წარმოდგენა.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქალაქ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქალბატონი ლია გიგაური, ასევე საქართველოს მთავრობის წევრები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები, რომლებიც ჩართულები არიან კატასტროფების რისკის შემცირების სამუშაოებში.
ღონისძიება „უსაფრთხოება იწყება ბაღიდან" ხორციელდება „ჩვენ მზად ვართ! კატასროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში" პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია გაზარდოს სკოლამდელი ასაკის ბავშვების, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი აღმზრდელების დაცულობა და ინფორმირებულობა. პროგრამას ახორციელებს გერმანული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB). ფინანსური მხარდამჭერები არიან „ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტი" (ECHO) და „კოალიცია - გერმანია ეხმარება" (Aktion Deutschland Hilft).
პროექტი „ჩვენ მზად ვართ! კატასროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში" ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან აქტიური თანამშრომლობით. პროექტის მიმდინარეობას აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდთან 2015 წლის 4 თებერვალს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად და დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ: თეონა ჯულუხაძეს, მობილური.: 599 475060, ელ-ფოსტა: t.julukhadze@asb-georgia.org ან მაია ჩიტაშვილს, მობილური: 593260609; maiko@publicity.ge