23 სექტემბერი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ირინა ალიაშვილი
irinaaliashvili@gmail.com
+995558929062
ბათუმის კინოფესტივალი
დღეს ბათუმის კინოთეატრ „აპოლოში" 12:00 საათზე ნაჩვენები იქნება რობინ ჰესმანის დოკუმენტური ფილმი „ჩემი პერესტროიკა". ფილმში ასახულია ხუთი ახალგაზრდის ცხოვრება საბჭოთა კავშირში და მისი დაშლის შემდეგ. 14:00 საათზე კი კინოფესტივალი მსურველებს შეთავაზებს ნოსირ საიდოვის ფილმს „ნამდვილი შუადღე". ფილმი კინოფესტივალის აბრეშუმის გზის ქვეყნების სექციაში შედის.
ბათუმის დრამატულ თეატრში 13:00 საათზე აჩვენებენ 4 მოკლემეტრაჟიან ფილმს. („თეო", რატი ონელი, ამერიკა; „ლურჯი ძვალი", კუზმა ვოსტრიკოვი, რუსეთი; „დიდი ზეიმი", ვაჰე გევორგიანცი, სომხეთი; „აუდიენცია", ეთი ციცქო, ისრაელი).