მედია ანონსი
9 ივლისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ნინო პერტენავა
პიარ კონსულტანტი „ბათუმის ლუდის ფესტივალი"
ტელ: 577 141444
ელ.ფოსტა: primanina@gmail.com
ვებ: http://www.batumibeerfest.com/
https://www.facebook.com/georgianchempionship?ref=ts
ბათუმის ლუდის ფესტივალი 2012 სტარტს იღებს
2012 წლის, 10 ივლისს ბათუმის ლუდის ფესტივალი სტარტს აიღებს, ფესტივალთან დაკავშირებით ორგანიზატორები პრესკონფერენციას ბავარიულ ლუდსახარშ «კაისერში» (მის: სიონის ქ N 8 ) 12: 30 საათზე გამართავენ.
ბათუმის ლუდის ფესტივალის მიზანი: ქართული ლუდის პოლულარიზება, ტურისტების მოზიდვა, კომპანიებისა და მომხმარებლების უშუალო კავშირის შექმნა და გართობის სახალხო სტილის დანერგვაა.
ბათუმის ლუდის ფესტივალი უკვე მეორედ ტარდება, ფესტივალს ყოველწლური სახე მიეცა. ლუდის ფესტივალის შესარჩევი ეტაპები ექვს ქალაქში ჩატარდება. ფესტივალი სტარტს 10 ივლისს ქალაქ თბილისში აიღებს (თელავი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი, ბათუმი )
21, 22 ივლისს ნახევარფინალი და ფინალი ქალაქ ბათუმში გაიმართება.
ბათუმის ლუდის ფესტივალში შემდეგი კომპანიები მონაწილეობენ:
ლუდსახარშები: ზედაზენი, ნატახტარი, ყაზბეგი, ტაუერი - ბათუმი. ლუდი ბათუმური, მთის ლუდები: ხევსურეთი, თუშეთი, ფშავი და ოსეთი, ასევე კომპანიები: ლიდერფუდი, ლიბანური რესტორანი "კრესპი" - ბათუმი.
ექვსი ქალაქიდან შეირჩევა 18 გამარჯვებული. შერჩევის მეორე ეტაპზე 18 მონაწილე მიემგზავრება ქალაქ ბათუმში და გადადიან ნახევარფინალში. ფინალში გადავა ცხრა მონაწილე, ვინც ნახევარფინალში ყველაზე სწრაფად დალევს ორ ერთლიტრიან კათხას. გამარჯვებული და საქართველოს ჩემპიონი ხდება ის ვინც ყველაზე სწრაფად დალევს სამ ერთლიტრიან კათხა ლუდს.
პრესკონფერენციას დაესწრებიან: ორგანიზატორები, მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები და ცნობადი სახეები.
ფესტივალი ტარდება „საქართველო-ისრაელის კომპანია GI" - ს ეგიდით.
ფაქტობრივი ცნობა:
18:00 - 23:00 ადგილობრივი დიჯეი - გასართობი და საცეკვაო მუსიკა
იწყება მსვლელობა და ფესტივალში მონაწილე კომპანიების მიერ წარმოდგენილი ლუდისა და სხვადასხვა პრდუქციის დაგემოვნება.
20:00 - 21:00 საქართველოს ჩემპიონატი ლუდის სმაში / ნახევარფინალური ეტაპი .
წინასწარ რეგიონებში ჩატარებული ტურნირებიდან შერჩეული 18 მონაწილე / ნახევარფინალის პირველი 9 მონაწილე, ვინც სწრაფად დალევს 2 ერთლიტრიან კათხა ლუდს (ლუდი თაუერი), გადადის ფინალში.
18:00 - 22:00 პროდუქტების გამოფენა
ფესტივალის მონაწილე კომპანიები განთავსებულნი იქნებიან მათ მიერ სპეციალურად მოწყობილ კარვებში, საიდანაც მოხდება პროდუქციის მომხმარებლისათვის შეთავაზება.
კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ მოაწყონ კონკურსები საკუთარი კარვების მიმდებარე ტერიტორიაზე.
ყოველ 2 საათში ერთხელ ფრანცისკანელი ბერების (მსახიობები) მიერ მოხდება ურმით ლუდის ჩამოტარება ფესტივალის ტერიტორიაზე. ურემზე იდება მხოლოდ 2 კასრი (კასრზე აღნიშნული იქნება ლუდის ბრენდის სახელი) მინაწილეები უფასოდ დააგემოვნებენ ლუდს.
ფესტივალზე მოსული სტუმრების გართობის მიზნით სხვადასხვა ადგილზე მოხდება სანახაობების მოწყობა (მოძრაობის თეატრი, ქართული ზღაპრებისა და მითების გმირები, მარიონეტები, ლუდის ჟონგლიორები, ქუჩის მუსიკოსები, ილუზიონისტები, მოცეკვავეები და ასე შემდეგ)
23:00 - 03:00 ქართველი დიჯეი ირაკლი თოდუა - მსოფლიო საუკეთესო ჰიტები.
22 ივლისი
20:00 - 21:00 ფესტივალის მეორე დღის დაწყება საქართველოს ჩემპიონატი ლუდის სმაში / ფინალური ეტაპი
9 მონაწილიდან, ვინც სწრაფად დალევს 3 ერთლიტრიან კათხა ლუდს (ლუდი თაუერი), ხდება გამარჯვებული - შეკრებილი ხალხის მსვლელობა და ფესტივალში მონაწილე კომპანიების მიერ წარმოდგენილი ლუდისა და სხვადასხვა პრდუქციის დაგემოვნება.
ყოველ 2 საათში ერთხელ ფრანცისკანელი ბერების (მსახიობები) მიერ მოხდება ურმით ლუდის ჩამოტარება ფესტივალის ტერიტორიაზე. ურემზე იდება მხოლოდ 2 კასრი (კასრზე აღნიშნული იქნება ლუდის ბრენდის სახელი). ბერები თვითონ ჩამოასხამენ კასრიდან ლუდის კათხაში.
ფესტივალის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილას მოხდება სანახაობების მოწყობა (მოძრაობის თეატრი, ქართული ზღაპრებისა და მითების გმირები, მარიონეტები, ლუდის ჟონგლიორები, ქუჩის მუსიკოსები, ილუზიონისტები, მოცეკვავეები და ასე შემდეგ) ფესტივალზე მოსული სტუმრების გართობის მიზნით.
23:00 - 03:00 ქ. მონაკოს საუკეთესო დიჯეის ლიამინ ადამსისა და ნავიდ დრამს-ის (ირანი)
შოუ დასრულებისას სანახაობრივი ფოიერვერკი -ყველაზე ენერგიული შოუ.