მედია ანონსი
24 სექტემბერი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
ბათუმის საავტორო კინოს IV საერთაშორისო ფესტივალი (BIAFF) 21-28 სექტემბერი 2009
24 სექტემბერს ბათუმის საავტორო კინოს IV საერთაშორისო ფესტივალზე, (BIAFF) თურქეთის საკონსულოს ინიციატივით, თურქული კინემატოგრაფიის სექცია გაიხსნება. თურქული სექციის ფარგლებში თენამედროვე თურქი რეჟისორების 6 ფილმი იქნება წარმოდგენილი.
ჩვენება 19:00 საათზე ნური ბილგე ჯეილანის "სამი მაიმუნით" გახსნება. აღნიშნული ფილმი 4 კინოფესტივალის პრიზიორია. (აზიის მე-3, კინოფესტივალი, რივერ რანის მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალი, ევრაზიის მე-4 საერთაშორისო კინოფესტივალი და ჰაიფის 24-ე საერთასორისო კინოფესტივალი)
თურქულ ფილმების ჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.
ფილმების ჩვენება 28 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ამჟამად კონოფელტივალს ორი თურქი რეჟისორი ოსჩან ალპერი და ჰუსეინ კარაბეი ესწრება. აღსანიშნავია, რომ საკონკურსო ფილმებში წარმოდგენილი ალპერის ფილმი "შემოდგომა" თბილისის საერთასორისო კინოფესტივალის "ვერცხლის პრომეთეს" და მონრეალისა და ევრაზიის კინოფესტივალების პრიზიორია. ფილმში ერთერთ როლს ბათუმელი მსახიობი მეგი კობალაძე ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ 23 სექტემბერს ფესტივალს ცნობილი პოლონელი რეჟისორი ქშიშტოფ ზანუსი ესტუმრა. მან ფესტივალზე თავისი ახალი ფილმები წარადგინა. მისი ერთერთი ფილმის "მთელი გულით" ჩვენება კინოთეატრ "თბილისში" მისი ჩამოსვლის დღესვე შედგა. ასევე ნაჩვენები იქნა რეჟისორ სტანისლავ ზავისლინკის დოკუმენტური ფილმი "საუბრები", რომელიც რეჟისორ ზანუსის 70 წლის იუბილეს ეძღვნება.
ხვალ, 25 სექტემერს კინოფესტივალზე მიხეილ კობახიძის ფილმების რეტროსპექტივა იწყება. ქართველი რეჟისორი, რომელიც ორი ათეული წელია საფრანგეთში ცხოვრობს, კინოფესტივალს 23 სექტემბერს ესტუმრა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
www.biaff.org
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:
ნია ქურთიშვილი 898 160 800
იაგო ყურაშვილი 897 01 29 05
ნანა კვაჭაძე 858 66 47 65