ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ბათუმის საავტორო კინოს IV საერთაშორისო ფესტივალი (BIAFF) 21-28 სექტემბერი 2009
25/09/2009


მედია ანონსი

25 სექტემბერი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

ბათუმის საავტორო კინოს IV საერთაშორისო   ფესტივალი (BIAFF) 21-28  სექტემბერი 2009

25 სექტემბერს ბათუმის საავტორო კინოს IV საერთაშორისო ფესტივალზე, (BIAFF) კინოთეატრ თბილისში თუქულ და ფრანგულ ფილმებთან ერთად ქართველი რეჟისორის მიხეილ კობახიძის ფილმების რეტროსპექტივა იქნება წარმოდგენილი.  ჩვენება 20:30 საათზე დაიწყება. ნაჩვენები იქნება 3 ფილმი: ("ახალგაზრდა სიყვარული"1961 წ, "კარუსელი" 1962 წ და "ქორწილი" 1964წ)

ფილმების დაწყებამდე რეჟისორი აუდიტორიას შეხვდება.

მიხეილ კობახიძე იღებდა ფილმებს, რომელიც იმ პერიოდში უსწრებდა დროს და ნაცვლად კომუნისტური რეალიზმის  იღებდა პოეტურ ფილმებს. ამის გამო ხშირად რეჟისორს საბჭოთა კრიტიკის მძაფრი რეაქცია მოყვებოდა.  მიხეილ კობახიძეს ხშირად ადარებდნენ ჟაკუი ტატის და ბუსტერ კიტონს. 

ფილმის "მუსიკოსების" გადაღების შემდეგ მიხეილ კობახიძეს აუკრძალეს ფილმის გადაღება საბჭოთა კავშირში. რამაც მისი კარიერა შეაფერა და 20 წელი გავიდა, სანამ კობახიძის ფილმები თავიადნ იქნებოდა აღმოჩენილი და მრავალ საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოდგენილი 90-იანი წლებში.

დღესდღეობით მიხეილ კობახიძე ცხოვრობს საფრანგეთში. 2002 წელს გადაიღო ფილმი "გზაზე".
 
კინოთეატრ თბილისში დღეს ასევე დაგეგმილია ორი ქართველი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის საკონკურსო დოკუმენტური ფილმის "ქალები საქართველოდან", (აღსანიშნავია, რომ ეს ფილმი საკონკურსო დოკუმენტურ ფილმებს შორის ერთადერთი ქართული ფილმია.) (17:00) და ზაზა ურუშაძის "სამი სახლი"-ს (18:30) ფილმების ჩვენება.

დღეიდან კინოფესტივალის ფარგლებში ქართული სტუდენტური ფილმების ჩვენების სექციაც გაიხსნება. სტუდენტური ფილმების ჩვენება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოდარბაზში შედგება.

###

საკონტაქტო ინფორმაცია:
www.biaff.org

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:
ნია ქურთიშვილი 898 160 800
იაგო ყურაშვილი 897 01 29 05
ნანა კვაჭაძე 858 66 47 65 

წაკითხულია: 6636