მედია ანონსი27 სექტემბერი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
ბათუმის საავტორო კინოს IV საერთაშორისო ფესტივალი (BIAFF) 21-28 სექტემბერი 2009

27 სექტმბერს 12:00 საათზე სასტუმრო "ინტურისტში" ბათუმის საავტორო კინოს IV საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრები პრესკონფერენციას გამართავენ. საუბარი ფესტივალის მიმდინარეობას შეეხება და შეჯამებული იქნება გასულ დღეებში ნაჩვენები ფილმები.
კინოთეატრ თბილისში კი გრძელდება საკონკურსო ფილმების ჩვენება. დღეს გაიმართება რეჟისორ პეტრ ზელენკას ფილმის "ძმები კარამაზოვების" ჩვენება (11:00).
დღესვე დაგეგმილია ირანული ფილმების ჩვენება. წარმოდგენილი იქნება აბდოლრეზა კაჰანის "ოცი" (18:30) და მანიჯე ჰეკმატის "სამი ქალი" (20:30). რეჟისორი მანიჯე ჰეკმატი ამავე დროს არის ფესტივალის ჟიურის წევრიც. ის ფილმის დაწყებამდე აუდიტორიას შეხვდება.
რეჟისორ ჰეკმანის დებიუტი შედგა მხატვრული ფილმით ქალები ციხეში (2002წ), რომელიც ეხება ირანელ ტყვე ქალებს. Fფილმი ნაჩვენები იქნა 80-ზე მეტ საერთაშორისო კინოფესტივალზე და მიღებული აქვს 7 პრიზი. "სამი ქალი" ჰეკმანის მეორე ფილმია. მის შემოქმედებაში სოციალური თემა და ქალები დომინირებს.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოდარბაზში კი ერევნის კინოფესტივალის კინოსკოლის (GAIFF) ფილმების გახსნაა დაგეგმილი. ჩვენებას გახსნის ჰამიკის ოვანისიანის ფილმი "ქარი, ზღვა და მე" (15:30).
###
საკონტაქტო ინფორმაცია:
www.biaff.org
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:
ნია ქურთიშვილი 898 160 800
იაგო ყურაშვილი 897 01 29 05
ნანა კვაჭაძე 858 66 47 65