16 სექტემბერი, 2012
დაუყოვნებლივი გავრცელებისთვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 574-482181, 597-998272
ელ. ფოსტა: info@biaff.org
ვებ-გვერდი:www.biaff.org
სოც. მედია:www.facebook.com/biaffbatumi
ბათუმის საავტორო ფილმების მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალისსაზეიმო გახსნის ცერემონიალი კვირას ჩატარდება
გაცნობებთ რომ ბათუმის საავტორო ფილმების მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალისსაზეიმო გახსნის ცერემონიალი ჩატარდება კვირას, 16 სექტემბერს 19:00 საათზე. საზეიმო გახსნის ცერემონიალს უმანსპინძლობს კინოთეატრი „აპოლო". ფესტივალის გახსნისსაღამოზე სპეციალური პრიზები გადაეცემა, მსოფლიოკინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის ერჟი ჰოფმანს (პოლონეთი) და ელდარშენგელაიას (საქართველო). ასევებიაფის დირექციის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი გადაეცემა ნური ბილგე ჩეილანს(თურქეთი). საღამოს ბოლოს მაყურებელსსაშუალება მიეცემა იხილოს პოლონელი რეჟისორის - იერჟი ჰოფმანის ფილმი „ვარშავისბრძოლა 1920".
ბათუმის საავტორო ფილმების მე-7 საერთაშორისო კონოფესტივალი გაგრძელდება 16 სექტემბრიდან 23სექტემბრამდე.
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი დაარსდა 2006 წელს. კინოფესტივალის ორგანიზატორი - ბათუმის ხელოვანთა სახლი "არგანი", ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.
კინოფესტივალის ჩატარების ადგილი - კინოთეატრი „აპოლო" და სასტუმრო „რედისონის" დარბაზი
კინოფესტივალის სპონსორები - კომპანია „აირზენა", ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი,სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმი" ფონდი «ღია საზოგადოება - საქართველო"
კინოფესტივალის მხარდამჭერები - პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, British Council, „HQ პროპაგანდა", კავკასიის უნივერსიტეტი, „სინგულარ ჯგუფი",ტურკომპანია „ვონდერლენდი", კინოთეატრი „აპოლო",Iveria Beach", კაფე „სინატრა", „ Facebook კაფე",კინოფესტივალის გენერალური მედია პარტნიორი -საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეარხი PIK
კინოფესტივალის მედიაპარტნიორები - რადიო ფორტუნა, ფორტუნა +, პალიტრამედია, აჭარის ტელევიზია, არტარეა(Artarea TV), ტელეარხი STYLE TV(www.style-tv.ru), პალიტრა ტვ, ჟურნალი „რეიტინგი", „ბომონდი", „თბილისი OUT" გაზეთი -„ჯორჯია თუდეი", ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები - „ინტერპრესნიუსი" (www.ipn.ge),ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), FilmNew Europe (www.filmneweurope.com)
კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღებაშესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან - http://www.biaff.org;www.facebook.com/biaffbatumi;
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - info@biaff.org, პრეს-აკრედიტაციის მსურველებსშეუძლიათ მოგვმართონ - press@biaff.org; ტელ: 574-482181б 597-998272