ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ბათუმის საერთაშორისო საავტორო ფილმების ფესტივალ TOFIFEST-ის საერთაშორისო კინოფესტივალზე
19/06/2010

მედია ანონსი

18 ივნისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


BIAFF საკონტაქტო ინფორმაცია:
marketing@biaff.org
www.biaff.org
899-482181, 893-998272

 

ბათუმის საერთაშორისო საავტორო ფილმების ფესტივალ TOFIFEST-ის საერთაშორისო კინოფესტივალზე 


[PUBLICITY.GE] თბილისი, 18 ივნისი, 2010-„ბათუმის საერთაშორისო საავტორო ფილმების ფესტივალი" (BIAFF), საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით,   TOFIFEST-ის მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალზე (ქ. ტორუნი, პოლონეთი),  რომელეცი ტარდება 2010 წლის 26 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში, წარადგენს „ახალი ქართული კინოს" სექციას.  

„ახალი ქართული კინოს" სექცია გაიხსნება 28 ივნისს, 18.00-ზე.  გახნას დაესწრება  BIAFF-ის მენეჯმენტი, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი და საქართველოს ელჩი პოლონეთში.

აღნიშნულ სექციაში წარმოდგენილი 6 ქართული ფილმი:

1.       ლევან კოღუაშვილის „ქუჩის დღეები" - საერთაშორისო კონკურსში

2.        ლევან კოღუაშვილის „ქალები საქართველოდან"

3.        ზაზა ურუშაძის „სამი სახლი"

4.        გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირი"

5.        სალომე ჯაშის „ლიდერი ყოველთვის მართალია"

6.        სალომე ალექსიშვილის - „ფელიჩიტა"

ქ. ტორუნში ვიზიტის პერიოდში, ასევე შედეგება შეხვედრები TOFIFEST-ის კინოფესტივალის მენეჯმენტთან, პროდიუსრებთან, რეჟისორებთან და მოხდება სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრა.

### 

დამატებითი ინფორმაცია   შესახებ იხილეთ:   http://www.tofifest.pl/en/program/p/8

 

 

წაკითხულია: 2812