07/05/2010
7 მაისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
10 მაისს, 14:00 საათზე ქ. ბათუმის მერიის შენობაში „ბათუმის საერთაშორისო საავტორო ფილმების ფესტივალი” (BIAFF) პრესკონფერენციას გამართავს, რომელიც ფესტივალთა ორგანიზატორების კანის კინოფესტივალზე მიწვევას ეძღვნება.
12– 23 მაისს საფრანგეთის ქალაქი კანი კანის საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს, რომელსაც ბათუმის საერთაშორისო საავტორო ფილმების ფესტივალის მენეჯმენტიც დაესწრება.
ფესტივალის ორგანიზატორთა კანის კინოფესტივალზე დასწრების მიზანია ბათუმის კინოფესტივალის პროგრამისთვის ფილმების შერჩევა, რეჟისორების, მსახიობების და პროდიუსერების გაცნობა ბათუმის კინოფესტივალზე მოწვევის მიზნით. ასევე მოხდება კინოინდუსტრიის სფეროში ჩართული კომპანიების/ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებთან საჭირო კონტაქტების დამყარება შემდგომი თანამშრომლობის მიზნით.
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის რეკლამირების მიზნით კანის საერთაშორისო კინოფესტივალის კატალოგში განთავსებული იქნა ბათუმის კინოფესტივალის სარეკლამო გვერდი, ასევე მოხდება ბანერის და საინფორმაციო მასალების განთავსება კანის კინოფესტივალზე საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ აღებულ პავილიონში და სარეკლამო ფლაიერების გავრცელება. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბათუმის კინოფესტივალის საერთაშორისო დონეზე რეკალმირებას და დაინტერესების გაზრდას.
###
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი დაარსდა 2006 წელს და ყოველწლიურად ტარდება. ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ხოლო ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია. ბათუმის კინოფესტივალი წელს საიუბილეო ხუთიწლისთავის თარიღს აღნიშნავს და გაიმართება 2010 წლის 12–19 სექტემბერს.
კინოფესტივალში ყოველწლიურად მონაწილეობს 20-22 ქვეყანა. მისი პროგრამა შემდეგი სექციებისგან შედგება:###
კინოფესტივალის პრიზები
ძირითად კონკურსის გათვალისწინებულია პრიზების შემდეგი კატეგორიები:
საკონტაქტო პირი:
ზვიად ელიზიანი
„ბათუმის საერთაშორისო საავტორო ფილმების ფესტივალი” (BIAFF)
მარკეტინგის მენეჯერის
ტელ: +995 99 482181
ელ.ფოსტა : info@biaff.org