მედია ანონსი
15 სექტემბერი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი
21-28 სექტემბერს ქ. ბათუმში ჩატარდება ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი.
ორგანიზატორი - ბათუმის ხელოვანთა სახლი "არგანი". ოფიციალური პარტნიორი ქ. ბათუმის მერია.
2009 წლის კინოფესტივალზე ძირითად პროგრამაში წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 55 ფილმი 20-22 ქვეყნიდან, ასევე დამატებით 30 ფილმი ახალგაზრდული კინოს სექციაში. მოწვეული იქნებიან სტუმრები ევროპიდან, აშშ-დან, პოსტ-საბჭოთა სივრციდან და აზიიდან (მთლიანობაში 70-80 კაცამდე).
კინოფესტივალის ჩატარების დრო - 21-28 სექტემბერი; ხანგრძლივობა - 8 დღე
კინოფესტივალის ჩატარების ადგილი - კინოთეატრი "თბილისი" და "ინტერნაციონალი"
კინოფესტივალი დაინტერესებულ ჟურნალისტებს (რადიო, პრესა, ტელევიზია) სთავაზობს პრეს-აკრედიტაციას, რისთვისაც უნდა დაგვიკავშირდენ - ელ. ფოსტა: info@biaff.org ან ტელ: 899-482181.
კინოფესტივალის პროგრამა:
- ძირითადი კონკურსი - მხატვრული და დოკუმენტური კინოს სექციები (9 მხატვრული და 7 დოკუმენტური ფილმი)
- ახალგაზრდა კინორეჟისორების საკონკურსო სექცია - 30 ფილმი. ახალგაზრდული სექციის პარტნიორია კინოსტუდია "სანგუკო"
- "აბრეშუმის გზის ქვეყნების კინო" - წარმოადგენილი იქნება თურქული კინო
- მიხეილ კობახიძის რეტროსპექტივა
- Meet the Jury - ჟიურის წევრების კინოფილმები
- GERMAN CINEMA
- MASTER COLLECTION
- BRITFEST SEASIDE - ბრიტანული ფილმების კოლექცია
საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობა:
- Head of Jury: Jos
Stelling (Netherlands)
- Alexander
Shpilyuk - Ukraine
- Manijeh Heckmat -Film maker, Iran
- Bojidar
Manov - Bulgaria
- Nana
Jorjadze - Georgia
ახალგაზრდული ფილმების სექციის ჟიური:
- Irakli Kvirikadze - Georgia
- Galyna
Cherniak - Film
maker/producer, Ukraine
- Kamila Kuc - Film Critic/journalist, UK
- Ramtin Lavafipour - film maker, Iran
- Kote Takaishvili - Film Maker
(film Stutdio Sagnuko, Georgia)
კინოფესტივალის პრიზები
კინოფესტივალის პრიზია ოქროს ცხენთევზა.
ძირითად კონკურსში გათვალისწინებულია პრიზების შემდეგი კატეგორიები:
- გრან პრი
- საუკეთესო რეჟისურა
- საუკეთესო მხატვრული ფილმი
- საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
- საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებელი
- საუკეთესო ქალის როლის შემსრულებელი
- პრიზი კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ქართველი და უცხოელი კინორეჟისორისთვის
ახალგაზრდულ კინორეჟისორთა სექციაში გაიცემა შემდეგი პრიზები:
- გრან პრი
- საუკეთესო რეჟისურა
- საუკეთესო ფილმი
კინოფესტივალის სტუმრები"
2009 წელს, კინოფესტივალზე იგეგმება შემდეგი კინორეჟისორების ჩამოსვლა:
ცნობილი პოლონელი კინორეჟისორი - ქშიშტოფ ზანუსი (რომის პაპის მრჩეველი კულტურის სფეროში), იოს სტელინიგ - ჟიურის თავმჯდომარე, ცნობილი ჰოლანდიელი კინორეჟისორი, იესიმ უსტაოღლუ (თურქეთი), ჰუსეინ კარაბეი (თურქეთი), ალპერ ოზჩანი (თურქეთი), სიდიკ ბარმაკი (ავღანეთი), მიხეილ კობახიძე - საფრანგეთი/საქართველო - თავისი ფილმების რეტროსპექტივით, ნანა ჯორჯაძე და ირაკლი კვირიკაძე , ირანელი კინორეჟისორები - მანიჯე ჰეკმატი (ქალი კინორეჟისორი), რამტინ ლავაფიპური (2009 წელს აიღო როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი) და მრავალი სხვა.
კინოფესტივალზე მოწვეული იქნებიან ასევე ქართველი კინორეჟისორები და მსახიობები - ზაზა ურუშაძე, ლევან კოღუაშვილი, რეზო ესაძე, ჟანრი ლოლაშვილი, მურმან ჯინორია, ზურაბ ყიფშიძე, ნატა მურვანიძე და ა.შ.
კინოფესტივალის გაშუქება მოხდება უცხოური მედიის მეშვეობითაც - Radio BBC - ლონდონი, უკრანის ტელეარხი "კულტურა", უკრაინული პრესა, სომხური პრესა, თურქეთის მედია - რადიო, ტელევიზია (Show TV, TRT), გაზეთი SABAH, ბრიტანული გამოცემა - Guardian, Observer, Screen
Intentional.
###
საკონტაქტო ინფორმაცია:
ზვიად ელიზიანი
კინოფესტივალის
მენეჯერი
ტელ: 899 482181
ელ.ფოსტა: marketing@biaff.org