მედია ანონსი
22 სექტემბერი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაციოა:
ირინა ალიაშვილი
irinaaliashvili@gmail.com
+995558929062
ბათუმის ფესტივალი
[Publicity.Ge] თბილისი, 22 სექტემბერი - დღეს ბათუმის კინოთეატრ „აპოლოში" 17:00 სთ-ზე იქნება სელიმ გიუნეშის თურქული ფილმი, „თოვლივით თეთრი". რეჟისორი მებრძოლი ბავშვის ცხოვრების საშუალებით მოგვითხრობს განშორების, სურვილის, მოლოდინის, ლტოლვის, სინანულის და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არსებული იმედის შესახებ. 19:00 სთ-ზე თურქი ბავშვის ცხოვრების ისტორიას მარტინ სულიკის მხატვრული ფილმი „ბოშა" გააგრძელებს. სიუჟეტი 14 წლის ადამის ცხოვრებაზეა, რომლის სამყარო მხოლოდ პატარა ბოშური სოფლით შემოიფარგლება. „აპოლოში" დღეს, ოსტატთა კოლექციიდან, ლარს ფონტრიერის ფილმი „მელანქოლია" დაასრულებს.
ბათუმის თეატრში 19:00 სთ-ზე აჩვენებენ ანჟეი ვაიდას კინოსკოლის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექციას („გლაზგო", პეტრე სუბოტკო, პოლონეთი; „პატარა პატარძალი", ლესლო დობრუვკი, პოლონეთი; „კალაბრიის ჩრდილოეთით", მარცინ საუტერი, პოლონეთი). დღეს კი, აბრეშუმის გზის ქვეყნების სექციიდან სევილ დომირჩისა და ჰესეინ ყარაბეის ფილმი „არ დამივიწყო სტამბულო" დაასრულებს.