მედია ანონსი
17 ნოემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
მარიამ სპარსიაშვილი
895 11 45 46
ბიზნეს ასოციაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა
[PUBLICITY.GE] თბილისი, 17 ნოემბერი, 2010 წელი - 18 ნოემბერს (ხუთშაბათს), 13:45 საათზე, შერატონ მეტეხი პალასში (თელავის ქ. # 20, დარბაზი ბალავარი) საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ბატონ ანდრია ურუშაძეს.
შეხვედრაზე მინისტრი ისაუბრებს ქვეყნის ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და პროექტებზე, ასევე საქართელოს ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე.