ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ბიზნეს ასოციაციის ორი ახალი კომიტეტის პრეზენტაცია
06/10/2010


მედია ანონსი

6 ოქტომბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
მარიამ სპარსიაშვილი
895 11 45 46
ზვიად ქვლივიძე
zkvlividze@bag.ge
855 382737

ბიზნეს ასოციაციის ორი ახალი კომიტეტის პრეზენტაცია

[PUBLICITY.GE] თბილისი, 6 ოქტომბერი, 2010 - 7 ოქტომბერს, 12:45 საათზე, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, შედგება საქართელოს ბიზნეს ასოციაციის ორი ახალი კომიტეტის – სოფლის მეურნეობის განვითარების და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კომიტეტების პრეზენტაცია.

სოფლის მეურნეობის განვითარების კომიტეტი, „თბილღვინოს“ გენერალური დირექტორის, გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით, იმუშავებს  საქართველოში აგრარული სექტორის განვითარების ხელშეწყობის, ამ სფეროში რეფორმების მხარდაჭერისა და სტიმულირების, მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით კონკრეტული პროექტების განხორციელების მიმართულებებით.

ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კომიტეტი, რომელსაც ირაკლი კაკაბაძე (შ.პ.ს. „ალტა“–ს გენერალური დირექტორი) ხელმძღვანელობს, შექმნილია ბიზნეს ასოციაციასა და საქპატენტს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად,  კომიტეტის ძირითადი სამუშაო მიმართულება იქნება ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაციასთან და დაცვასთან დაკავშირებული ურთიერთობები. საქპატენტთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში ასოციაციის წევრებს ექნებათ წვდომა საქპატენტში დაცულ ინფორმაციასთან, მიიღებენ კონსულტაციებს სასაქონლო და საპატენტო ნიშნების განაცხადის შედგენასთან დაკავშირებით, შესაძლებლობა ექნებათ დაესწროთ თემატურ ტრენინგებს და ა.შ.

პრეზენტაციას, ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად საქართელოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბაკურ კვეზერელი და საქართველოს ინტელექტუალური საკუთღების ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი  ბ-ნ ირაკლი ღვალაძე დაესწრებიან.

წაკითხულია: 2815