ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ბიზნესმენების შეხვედრა ეკონომიკურ გუნდთან
25/02/2015

მედია ანონსი

25 თებერვალი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
მარიამ სპარსიაშვილი
577 777 284
msparsiashvili@bag.ge

ბიზნესმენების შეხვედრა ეკონომიკურ გუნდთან

ამა წლის 25 თებერვალს, 10:45 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში" (რუსთაველის გამზ. #13) საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით იმართება ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდთან. შეხვედრას დაესწრებიან ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური საბჭოს მდივანი და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია.

შეხვედრა წარიმართება დიალოგის ფორმატში და დაეთმობა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის და ეკონომიკისთვის საჭირბოროტო საკითხებზე საუბარს.

 

წაკითხულია: 2554